„ეს რეალობაა… სამარცხვინო რეალობა“ – ხათუნა ხოფერია

524 წაკითხვა

ხათუნა ხოფერიას პოსტი სოციალურ ქსელში:

ქართული „პოლიტიკის“ პარადოქსი.

დგანან და გვაგინებენ განურჩევლად ყველას. ჩვენ, ჩვენ წინაპრებს, პოლიციას, ხელისუფლებას, ბიძინას, მიცვალებულებს, ცოცხლებს, ცოცხალმკვდრებს და პატრიარქსაც კი!
დიახ!

პიპინიასაც აგინე?!-ეს ცნობილი ფრაზა ლეგენდარული „არაჩვეულებრივი გამოფენიდან“, ჩვენი ყოველდღიური ემოციის გამომხატველი გახდა. პატრიარქსაც აგინეს?! – ჩვეულებრივად ვეკითხებით უკვე ერთმანეთს.

ჰო, აგინეს! ჰო, ღვთისმშობელსაც, ღმერთსაც, ოჯახსაც და სამშობლოსაც აფურთხეს სულში!

შიგადაშიგ, პოლიციასაც ურტყეს, კვერცხებიც ესროლეს სტუმარს და დამხვდურს, დახურულ დარბაზში მომწამვლელი ხსნარიც დაასხეს კოლეგების დასახრჩობად, ჯვარი და ხატი აპროტესტებინეს თურქეთის გონებაშეზღუდულ ელჩს…
მერე ბედნიერად იცეკვეს, იმღერეს და იკუნტრუშეს უნიღბოდ კომენდანტისსაათიან თბილისში.

პარადოქსი რა შუაშიაო, მკითხავთ. ახლავე გეტყვით. საქართველოში, სამი ულამაზესი კუთხის (იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის) გზასაყართან, რიონის ხეობაში, ქართველები, ჰესის მშენებლობისთვის, ქართული მიწის გაყიდვის ფაქტს აპროტესტებენ! უცხო ქვეყნისთვის 340 ჰა-ის პირდაპირი წესით მიყიდვის და ათასობით ჰექტარის 99 წლით სარგებლობის ფაქტს! მდინარე რიონის კალაპოტის მიყიდვის ფაქტსაც!

5-6 თვეა კარვებში სხედან, ქართული დროშის და ქრისტიანული ჯვრის მფარველობის ქვეშ და სიცოცხლის ფასად იბრძვიან ჩვენი შთამომავლობისთვის მიწის გადასარჩენად! უამრავი გულანთებული ადამიანი უჭერს მხარს ამ უანგარო მიზნისთვის მებრძოლებს- რიონის ხეობის დამცველებს! ნუ, 10-20 პილატე ამ საკითხსაც გამოუჩნდა, რათა ხალხისთვის , ეს უკვე მერამდენედ, ეკითხა- ქრისტე თუ ბარაბა?…
ჰო და, პარადოქსზე მოგახსენებდით!

რიონის ხეობის, ანუ ჩვენი მიწის დამცველებს პოლიცია და სპეცნაზი შეუსიეს დასაშლელად და დასარბევად! აბა, კარგად დაუკვირდით რას ვწერ!
ქართული მიწის, ჯვრის, მამულის დამცველებს დაჭერით და რეპრესიებით დაემუქრნენ! (თუ არ ვცდები, დაიჭირეს კიდეც)… ისინი კი, ვინც ეს მიწა, ჯვარი და სამშობლო გაყიდა- დღესაც დაბოგინობენ სამშობლოს ცენტრალურ პროსპექტზე და სულში გვაფურთხებენ!

მოდით, სხვა სიტყვებით გეტყვით: იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის ინვესტორის ფული დაიცვან, იმ ინვესტორის, რომელმაც ჩვენი მიწა მიისაკუთრა, ჩვენ შვილებს და ძმებს ემუქრებიან, იჭერენ და ანადგურებენ!

ხოლო იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ოჯახები, ქართული ეკლესია, სამშობლო და პატრიარქი დაიცვან უჯიშოთა ფურთხისგან, შეურაცხყოფისგან, ღირსების შელახვისგან არც არაფერს აკეთებენ!

პირიქით, ეხვეწებიან, რომ პარლამენტში შევიდნენ და რბილ სავარძლებში დაავანონ თავიანთი უკანალები!

პარადოქსია… მაგრამ ეს რეალობაა… სამარცხვინო რეალობა!!
მოკლედ, როგორც ჩვენი ძმა იტყოდა:

აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია
აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი
აქ ღალატი გახდა მრავალჯერადი
აქ ხომ ახლა ბოზობაა მოდაში
აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები
აქ საქართველოა, სადაც ყველაფერი მოსულა
აქ ჯამლეტამ ჯონდო დააორსულა

Next Post

Курсы Тестировщика Онлайн, Qa Обучение Online С Нуля

პარ აპრ 9 , 2021
524 წაკითხვა Содержание Насколько Востребованы Тестировщики По В Чем Заключается Работа Qa Советы От Artjoker, Как Стать Тестировщиком С Нуля И Получить Должность Без Опыта Работы? Лучших Курсов Qa: Как Стать Тестировщиком С Нуля Итак, 3 Этапа До Позиции Qa Manual: Автоматизация Тестирования С Помощью Python И Selenium Чтобы стать полноценным специалистом, надо сначала пройти базовый и продвинутый курсы. Последний […]