„სააკაშვილი იცით როგორ იქცეოდა? ამათმა კი რა ქნეს“ – ლადო სადღობელაშვილი

3,572 წაკითხვა

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი, ვინც კვირიდან კვირამდე თითო ლარს ითვლის და ეს სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლებას არ შეუქმნია სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმებულიყო“ – ამბობს „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ლადო სადღობელაშვილი.

„მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მაგრამ იცით, რა გამოდის, რომ „მაზოლზე“ წიხლს გვაჭერენ. იმ მტკივნეულ ადგილას გვირტყამენ, სადაც ყველაზე მეტად გვტკივა. არ ჭამოთ, არ იბანაოთ, არ გათბეთ და მოკვდით და ჩაძაღლდით ცოცხლადო.

სააკაშვილი იცით როგორ იქცეოდა? სულზე აკეთებდა 20 ლარიან ვაუჩერს. ამათმა კი რა ქნეს, რა არის, ეს რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ?! მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს დაიხვეწება და ცოტა აზრზე მოვლენ.

უკვე ისე არიან დაღორებულები, რომ ვერ საზღვრავენ იმას, ვის უჭირს და ვის არ უჭირს. ეს ყველაფერი შეუტრიალდებათ მათ!“.

Next Post

„მორჩა, დამთვარდა!“- ლალი მოროშკინა

ორშ აპრ 6 , 2020
3,572 წაკითხვამორჩა, დამთვარდა! რამდენი რამე დამთავრდა! გადაიღალა მოდის სამყარო და “შემოყარა” ბევრი ფეიკ ესთეტიკა, გადაიღალა მწერლობა და “შემოყარა” ბევრი კვაზი შედევრი… გადაიღალა მხატვრობა და მალევიჩის შავი კვადრატის ფეხდაფეხ “შემოყარა” ბევრი ტოტალური უაზრობა, რომელიც ჭკვიანი სახით უნდა გეთვალიერებინა და შენი ქვეცნობიერისთვის გემტკიცა, რომ “რაღაცაში” ერკვევი… გადაიღალა საფეხბურთო მოედანი 22 უაზროდ მორბენალი მილიონერისგან, გადაიღალა “გინესის რეკორდი” ამდენი “ყველაზე მოკლე ასო”, “ყველაზე გრძელი […]