სათვალე ის აქსესუარია, რომელიც ყოველთვის აქტუალური და მოდურია, ზაფხულის დადგომასთან ერთად კი განსაკუთრებით იმატებს მასზე მოთხოვნა. ყველას გვსურს კარგად გამოვიყურებოდეთ და ყოველი დეტალი ჩვენს ინდივიდუალიზმს იტევდეს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ ყურადღებით და ჩვენი გემოვნებით ავირჩიოთ როგორც შესამოსი, ისე მზის სათვალე. პანდემიამ ახალი ტრენდების ჩამოყალიბებას ხელი ვერ შეუშალა, ამიტომაც მოდა მუდამ მოძრაობაშია. წელს, ისე როგორც თითქმის არასდროს, სრული უმოძრაობის შემდეგ ჰაერივით გვჭირდება საკუთარი თავის გამოვლენა და ჩვენი ინდივიდუალიზმისთვის ხაზის გასმა, რადგანაც ჩარჩოებს დიდ ხანს რთულია მოერგო, განსაკუთრებით ლოქდაუნის მერე.
2021 წელს ყველა მოლოდინით შევყურებთ და გვინდა ამ წლის ზაფხული განსაკუთრებული იყოს. საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოსავლენად ერთ-ერთი საუკეთესო გზაა მოვირგოთ გემოვნებიანი მზის სათვალეები. წელს მთავარი ტენდენცია განახლებაა, ახალი ენერგიების მოკრება და ჩარჩოების ნგრევაა, ყურადღება კი გამახვილებულია სიახლის ბალანსსა და მუდმივ დიზაინზე. წელს დახვეწილ რეტრო ხასიათში გადაწყვეტილ სათვალეებს ბევრგან შეხვდებით, რომელიც მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი დიზაინია. სტატიაში გაგაცნობთ სათვალის საუკეთესო ტრენდებს მიმდინარე წელს.
Retro Round
ნოსტალგია ის განსაკუთრებით ძლიერი ემოციაა, რომელიც ყოველთვის აქტუალურია და რომლის მისაღებადაც ყველაფრისთვის მზად ვართ, ამიტომ ჩვენს ამ შინაგან მდგომარეობას ყოველი ბრენდი ითვალისწინებს. რეტრო ნოსტალგია არსად მიდის, რეტრო ჩარჩოს დიზაინი სათვალეებში წელსაც საკმაოდ საინტერესოა თანამედროვე ადამიანებში. ამ ზაფხულს ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილებაა შეიძინოთ თანამედროვე დეტალებით ინსპირირებული მრგვალი, კარგად ნაცნობი ჩარჩო, რომელიც გაწყობილია ისეთი ელემენტებით, როგორიცაა ბროლის გაფორმება და ნათელი ფერის ლინზები, რაც სიახლის კონცეფციას სრულად შეგაგრძნობინებთ, რომელიც იდეალურადაა შერყმული კლასიკურ რეტრო ხასიათს.
Mood-Boosting Rectangles
მართკუთხედი ფორმის ჩარჩოს სათვალეები წელს განსაკუთრებით სასურველია და აღტაცებაში მოყავს მნახველი, ამიტომაც სრულებით შესაძლებელია ინსტაგრამის სქროლვისას საკმაოდ ხშირად შევნიშნოთ მეგობრებისა თუ უცნობების კედელზე თავმომწონედ გადაღებული სურათები, სადაც ამ სტილის სათვალე ნამდვილად იქცევს ყურადღებას. ვინაიდან ჩვენი მთავარი მოტივაცია ამ ზაფხულს განწყობის ამაღლება და ახალი თავგადასავლებია, შეგიძლია სათვალის ეს მიმდინარეობა უფრო მეტად ფერადი გახადოთ და მოირგოთ შებოლილი წითელიდან ზეთისხილის მწვანემდე ნებისმიერი ფერი, რომელიც წელს განსაკუთრებით ტრენდული იქნება.
Le Sport
გასულ ზაფხულს ყურადღება გამახვილებული იყო სპორტულ, განსაკუთრებით ჩოგბურთით ინსპირირებულ და ამ მიმართულებით შექმნილ ტანსაცმელსა თუ აქსესუარებში. ეს ტრენდი წელს კვლავ თვალშისაცემია, რაც საშუალებას გვაძლებს უფრო მეტად სპორტული ჩარჩო ავირჩიოთ გლუვი და ესთეტიურად გადაწყვეტილი დეტალებით. საუკეთსო არჩევანია სპორტული, ჩოგბურთის დახვეწილი სტილი, რომელიც იდეალურად ეთავსება კლასიკურ თეთრ პერანგსა და მსუბუქ ჯინსს და მშვენივრად გამოხატავს თქვენს განწყობას.
XXL
როგორც ვთქვით, ნოსტალგია მუდამ აქტუალურია, წელს კი დიდი ყურადღება 70-იანი წლების სტილს ეთმობა. ამ ზაფხულს აღნიშნულ ჩარჩოს ტრენდი იქნება ძვირადღირებული ნეიტრალური ტონი, როგორიცაა მდიდარი ყავისფერი და შავი.
The Angular Cat-Eye
„კატის თვალის“ სტილის ჩარჩო უდაოდ ერთ-ერთია იმ სტალთაგან, რომელიც ნებისმიერ დროს გაუძლებს. წელს ამ სტილის სათვალეები წარმოდგენილია უფრო ვიწრო ლინზებით მეტად დინამიური და კუთხოვანი იერის შესაქმნელად.