ჩვენ რასაც ქვეყანაში ვხედავთ, იმას კიდევ უფრო უკეთ ხედავს გარე თვალი, ის ხალხი გვაფასებს სტანდარტების შესაბამისად – დავით უსუფაშვილი

კიდევ უფრო მეტ რეზოლუციებში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც 15 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული სამყარო ხედავს, რომ პოლიტიკოსები საქართველოში პროკურორობით არიან დაკავებულნი და მიხეილ სააკაშვილს “რაც უფრო უარეს დღეში ხედავენ, უხარიათ და კმაყოფილების განცდებს ასხივებენ”.

“ჩვენ რასაც ქვეყანაში ვხედავთ, იმას კიდევ უფრო უკეთ ხედავს გარე თვალი, ის ხალხი გვაფასებს სტანდარტების შესაბამისად, მთელი დემოკრატიული სამყარო ხედავს, რომ საქართველოში ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, “ქართული ოცნების” ლიდერები დაკავებულნი არიან პროკურორობით და არა პოლიტიკოსობით, ისინი საზღვრავენ იმას, ვინ სად უნდა იყოს და როგორ, ციხეში უნდა იყოს თუ გარეთ და დაკავებულნი არიან მდარე ანგარიშსწორებით, სამაგიეროს გადახდით. რაც უფრო უარეს დღეში ხედავენ, უხარიათ და კმაყოფილების განცდებს ასხივებენ, ეს ყველაფერი რეზოლუციის ბევრ პროექტში და რეზოლუციებში გადაითარგმნება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *