„ეს ძალიან საშიში პროცესია, ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს!“ – ბონდო მძინარაშვილი

601 წაკითხვა
ბონდო მძინარაშვილის პოსტი ფეისბუქში:
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: ჩვენ არ გვაქვს ცუდი განზრახვა მეზობლების მიმართ. ვურჩევდი მათ, არ დაძაბონ სიტუაცია, არ დააწესონ რაიმე შეზღუდვა. ჩვენ ვასრულებთ ყველა ჩვენს ვალდებულებას და ვაგრძელებთ მათ შესრულებას. ვერ ვხედავთ ჩვენი ურთიერთობების ესკალაციის ან გაუარესების აუცილებლობას. ყველა ჩვენი ქმედება წარმოიქმნება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ყველამ უნდა იფიქროს „ურთიერთობების ნორმალიზებაზე, ნორმალურ თანამშრომლობასა და ურთიერთობების ნორმალურად განვითარებაზე.“
თქვა და დაიძრა პუტინის პოლიტიკით “აღშფოთებული” და ეკონომიკური სანქციებით “შეშფოთებული” რუსების კოლონა საქართველოსკენ!
ზოგი ამბობს, – დროებით ჩამოვედიო, ზოგიც პირდაპირ აცხადებს, – აქ ცხოვრებას ვაპირებო!
ვისაც გგონიათ, რომ ამ პროცესს რუსეთის სპეცსამსახურები არ აკონტროლებენ და ამ დაძაბულობის დროს ასე მარტივად უშვებენ ახალგაზრდა რუსებს (ოჯახებიანად!) საქართველოში, თქვენი გულუბრყვილობის პირდაპირპროპორციული გულწრფელობით გეტყვით: მშურს თქვენი ღვთისმოსაობისა!
რა ტურისტები, ხალხო, რა ტურისტები?!
რა დროებით და რა საცხოვრებლად ჩამოსვლა, ვერ ხვდებით, რა ხდება?!
ჰო, პირს ნუ დააღებთ და ყბა ნუ ჩამოგივარდებათ, მე – ბონდო მძინარაშვილი გეუბნებით ამას!
ეს ძალიან საშიში პროცესია!
დღეს დათესილი სიბრიყვის მომწამვლელ ნაყოფს სულ მალე ვიგემებთ!
არ მინდა ყალბი პათეტიკა და ადამიანის სიყვარულზე აღმატებული საუბრები!
ვინც რუსეთის და, ზოგადად, იმპერიების ხასიათს იცნობს, ძალიან კარგად ხვდება, რას ნიშნავს ამ “პუტინზე განაწყენებულების” მასობრივი ჩამოსვლა!
ამიტომ, ხალხი აბსოლუტურად მართალია, როცა მათ სახლის კარს არ უღებს!
თუ ვინმეს ნათესავი ან მეგობარი ჰყავს, დაპატიჟოს და თავისთან აცხოვროს, მაგრამ ეს “გადამფრენი ფრინველები” თუკი აქ დაიბუდებენ, უნდა გვახსოვდეს, რომ “ცივ ქვეყანაში” აღარ გაფრინდებიან, – აქ გადმოიტანენ იმ ქვეყანას!
ვიმეორებ:
ეს ძალიან საშიში პროცესია და ხელისუფლებას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს!
ამ ფონზე ასევე ძალიან საშიშია ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, – ამან შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს!
ყველას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს!

Next Post

პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს დამატებითი ფინანსური გარანტიები მისცა

კვი მარ 6 , 2022
601 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას “დამატებითი სოციალური გარანტიების შესახებ სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის” – იტყობინება რუსული გამოცემა “RIA” – კრემლის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.