ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

793 წაკითხვა

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქმიანობას “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოში გააგრძელებს.

ტიკარაძემ მისი მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა და სამედიცინო საზოგადოებას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

“უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო მადლობით. მინდა მადლობა გადავუხადო სამედიცინო საზოგადოებას, თითოეულ ექიმს, ექთანს და ყველას, ვინც პანდემიის პერიოდში ჩვენთან ერთად დაუღალავად იბრძოდა ჩვენი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის გადასარჩენად. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც გაგებით ეკიდებოდა ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც ჩვენ ჯანდაცვაში ასევე მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადასარჩენად ვიღებდით. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროს გუნდს, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პანდემია იყო, დაუღალავად ებრძოდა იმ უხილავ მტერს, რომელმაც შეიწირა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და რომლებიც ასევე დღეს ებრძვიან სიცოცხლეს, ამისთვის სამინისტროს გუნდი ნამდვილად 24- საათიან რეჟიმში მუშაობდა.

ჩემთვის ჯანდაცვის მინისტრობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. განვლილ პერიოდში ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ გადაგვედგა ღირსეული და სწორი ნაბიჯები და ყველა ჩვენი ქმედება და გადაწყვეტილება მიმართული იყო მხოლოდ ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საუკეთესო გამოსავლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან რთული ეპიდიემიოლოგიური ვითარება და რა თქმა უნდა, მთავარი გამოწვევა და მოქმედების სამიზნე იყო პენდემიასთან ბრძოლა, სამინისტრომ განახორციელა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც როგორც სოციალურ, ასევე ჯანმრთელობის და შრომის უსაფრთხოების კუთხით აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან ვაფასებ იმას, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლები ამისათვისაც დაუღალავად შრომობდნენ”, – განაცხადა ტიკარაძემ.

ipn

Next Post

14 Ξ Ethereums To Us Dollars

პარ დეკ 10 , 2021
793 წაკითხვაIn the table you can find 0.14 Ethereum to Dollar exchange rate for the last week. Warren Buffett and Charlie Munger called out stock-market gamblers, dismissed bitcoin as worthless, and underlined the risks of inflation. Here are their 12 best quotes from Berkshire Hathaway’s… Top cryptocurrencies are featured at the Exchange-Rates.com website too, like 14 Ethereum to Bitcoin, 14 […]

შესაძლოა მოგეწონოთ