206 წაკითხვათავისუფლების მოედანზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, წმინდა გიორგის ძეგლთან დადგმული საახალწლო დეკორაციის რკინის ჯებირებზე შავი ლენტები შეაბეს, რომელიც უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას მიეძღვნა. ინიციატივა ელენე ხოშტარიას მოძრაობა “დროა”-ს ეკუთვნის.  

231 წაკითხვადავით აქუბარდია აღფრთოვანებულია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველ ალექსი არესტოვიჩის იმ განცხადებით, რომელშიც ის ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი დიდი ადამიანია. “არესტოვიჩი გამოვიდა და ამათ (ქართულ ოცნებას) სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა. საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი რომ შეყაროთო, ამაზე (მიხეილ სააკაშვილი) დიდი ადამიანი არ გყავთო. ფანტასტიკური განცხადება გააკეთა არესტოვიჩმა”- აღნიშნა დავით აქუბარდიამ და დაამატა, რომ არესტოვიჩი არის ძალიან ცნობილი ადამიანი, რომელსაც ბევრი მაყურებელი […]

215 წაკითხვაომი და ნაც.პუტინისტები! –  ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?!  ქალების გაუპატიურება, კაცებიც მიაჩვიესო, მოხუცების წამება, ქართველი ბავშვების სადისტური გატაცება და დაჩეხვა! უკრაინის ბუჩაზე უარესი სისხლიანი ჯოჯოხეთის მოწყობა სადმე პატარა ქალაქში – ამის შესახებ რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს. „ომი და ნაც. პუტინისტები! – ო, როგორ სურს ჩრდილოეთის არმიას, ჯარისკაცებს და მამაკაცებს საქართველოში შემოჭრა?! […]

200 წაკითხვაიმიტომ შემოგითვალათ სააკაშვილმა დამანებეთ თავიო, მიხვდა რა მავნებლობა გამოვიდოდა აქედან“- ასე ეხმიანება მაია ნადირაძე 3 დეკემბერს, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, მიხეილ სააკაშვილისადმი მხარდასაჭერ აქცია-მსვლელობას. “საიდან შემოგიაროთ, როგორ მოგმართოთ, ე.წ. ოპოზიციის ლიდერ- სპიკერებო, რომ რასაც იმსახურებთ ის მოგართვათ, და თან სახე არ დავკარგო?! ეპითეტებს ისეთს იმსახურებთ, აქ რომ არ დაიწერება, მაგრამ მავნებლები ნამდვილად გამოდექით. მავნებლობაა, რასაც ახლა თქვენ აკეთებთ, ამ ვითომ […]

168 წაკითხვაგავრცელდა მიხეილ სააკაშვილის ხმა, რომელიც “ფორმულამ” მოიპოვა და გადაცემა “დროებაში” გავა. ჩანაწერში ისმის, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოელ სტუმარს, ინგლისურად ესაუბრება.

264 წაკითხვაგიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, რომ არაფერში არ ეთანამშრომლონ “ქართულ ოცნებას”, რადგან ეს არის ტოტალიტარული მმართველობა, ხოლო იმისთვის, რომ დამარცხდეს მოქმედი ხელისუფლება არის მხოლოდ უარი ყველანაირ თანამშრომლობაზე. ამის შესახებ მარგველაშვილმა 4 დეკემბერს, “ფორმულა”-ს გადაცემა “კონტექსტში” სტუმრობისას განაცხადა. “არ შეიძლება. ბილწთ არ შევეკვრი ზავითა. არ შეიძლება დღეს არაფერი ტოტალური არათანამშრომლობის გარდა, მე არ ვამბობ, რომ ეს შედეგს მოგვცემს დღეს და ხვალ, […]

209 წაკითხვაუკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს მას შემდეგ, რაც ერთდროულად 5 ქართველი მოკლეს “არავინ არ მომწეროთ ომში ჩამოსვლა გვინდაო, არავის არ ვეხმარები….პირიქით ხელს შევუშლი რომ აქ არ ჩამოვიდეს.“- წერს ვანო ნადირაძე. შეგახსენებთ, 3 დეკემბერს საღამოს ცნობილი გახდა, რომ კიდევ 5 ქართველი დაიღუპა უკრაინაში, ესენი არიან:  ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფირჩხაია. […]

277 წაკითხვაუკრაინაში ერთდროულად 5 ქართველი მებრძოლი მოკლეს. უკვე დასახელდა დაღუპულების ვინაობა, ესენი არიან: ავთო რურუა, რომეო კვარაცხელია, ბადრი მარკელია, მერაბ ალადაშვილი და რომეო ფირჩხაია, რომლებიც დღეს ბახმუტთან დაიღუპნენ.  

256 წაკითხვაქალაქ ბრატისლავაში, პარტია “ალდე”-მ მიიღო რეზოლუცია,  რომლის ტექსტი და მოთხოვნებიც გიორგი ვაშაძის პარტია ” სტრატეგია აღმაშენებელ ეკუთვნის” “ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) პარტიის საბჭოს შეხვედრა  აღიარებს: რომ 2022 წლის, 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკომისიის მიერ დადგენილი 12 პუნქტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მკაცრად გმობს: მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი […]

343 წაკითხვა“ქართული ოცნების” ოფისთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი გადაყვანილი იქნას სამკურნალოდ უცხოეთში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი დაიღუპოს. სპეციალურად ამ დღისთვის, ლევან ხაბეიშვილის ორგანიზებით მოხდა მხარდამჭერების ჩამოყვანა რეგიონებიდანაც. აქციის მსვლელობისას მომხრეების სკანდირებდნენ  – “მიშა, მიშა” აქციაზე მივიდა “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.