1,433 წაკითხვამინდა ვუთხრა პოლიციას: თქვენ დედები გყავთ საერთოდ? არ გრცხვენიათ? რა ბრძანებებს ასრულებთ და როგორ დაგაჩმორეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. მისივე თქმით, გამორიცხულია, რომ ამ პოლიციამ ბოლომდე აღმართოს ხელი ქართველ ხალხზე. „თქვენ ოდესღაც იყავით მსოფლიოს ნომერ პირველი პოლიცია. მთელი საქართველო ამაყობდა თქვენით და თქვენზე ლექციებს კითხულობდა ამერიკის სახელმწიფო მდივანი. რას დაგამსგავსათ მართლა ივანიშვილმა, სახლში […]

1,858 წაკითხვაეს არის თამარ ჩერგოლეიშვილის კომენტარების ნაკრები, რომელიც მისსავე პოსტზე, ერთ-ერთი მოქალაქის საპასუხოდ გააკეთა:

1,288 წაკითხვარუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით მოსკოვი საფრანგეთსა და გერმანიას საპასუხო სანქციებს უწესებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სანქციებზე პასუხი რა თქმა უნდა, იქნება. ვინაიდან, ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშირის სანქციების მთავარი ინიციატორი გერმანია იყო, ვინაიდან ეს სანქციები უშუალოდ მოქმედებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე, ჩვენი საპასუხო სანქციები იქნება სარკისებური. ისინი უკვე მიღებულია, ამის შესახებ გერმანელ და […]

1,158 წაკითხვაგუდაურში მომხდარი თაზო გორთამაშვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გორის რაიონულ სასამართლოში, სადაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა მიმდინარეობდა, ბრალდებულის საქმეზე საკმარისი ნაფიცი მსაჯულის შერჩევა ვერ მოხერხდა. კობიაშვილს კი 9-თვიან პატიმრობაში ყოფნის ვადა უახლოეს დღეებში ეწურება. შესაბამისად, სასამართლომ მისი დარბაზიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ადვოკატ ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეყილება დაცვის მხარისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. “დაცვის […]

1,176 წაკითხვამსოფლიო ჩემპიონ ლუკა კურტანიძის პოსტი ბიძინა ივანიშვილზე: „აი ამ ადამიანს ებრძვით დღეს თქვენ? ! დიახ გავიმეორებ ბიძინა ივანიშვილი არის ერის კაცი! მის მიერ ჩვენი სამშობლოსთვის ყველა სიკეთიდან გამომდინარე მე, მსოფლიო ჩემპიონი ლუკა-ელდარ კურტანიძე, ერის კაცის ნაფეხურის მტვრადაც არ ვღირვარ! მაგრამ უფლის და ერის წინაშე ვამბობ სიტყვას: ჩემი სიცოცხლით და სისხლით დავიცავ ერის კაცის უდიდეს იდეას, „ქართული ოცნების“ ასრულებას!“- წერს ლუკა […]

1,267 წაკითხვარუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში წერს: „ქვასროლია ,,მესამე“ და „მეოთხე“ ძალის ამომრჩევლები რა ხასიათზე ხართ, უტყდებით საკუთარ თავს, რომ გაგყიდეს თხასავით და სინამდვილეში, თემურ(ა) ალასანიას მიეცით ხმა, თუ ჯერ კიდევ ელოდებით რამეს? ვიცინებდი ბევრს, სასაცილოდ რომ გვქონდეს საქმე.“– წერს რუსუდან შარაძე.

1,199 წაკითხვაჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმიანება პეტრე ცისკარიშვილს. „პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, – მისამართებზე ხალხის მიწერა ქოცების გამოგონებააო! ღმერთო, შენ ნუ შეწუხდები, ხათუნა გოგორიშვილი გამოაგორე, – საავტორო უფლებებს ართმევენ!“- წერს ბონდო მძინარაშვილი.

1,472 წაკითხვაგია ხუხაშვილის პოსტი ფეისბუქში: „რას უნდა უკავშირდებოდეს მაიკლ პომპეოს ასეთი სასწრაფო, დაუგეგმავი ვიზიტი საქართველოში? საქმე იმაში გახლავთ, რომ ყარაბაღში განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად დაარღვია რეგიონში არსებული ძალთა ბალანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდა ფრთხილად და აუჩქარებლად ამერიკული პოლიტიკა. ამ მოცემულობაში ყველა დაინტერესებული მხარეს უწევს სწრაფი და არაორდინალური მოქმედებები, იმისათვის რომ გააფართოვოს, ან უარეს შემთხვევაში შეინარჩუნოს რეგიონში საკუთარი პოზიციები. ჩემის აზრით, აშშ-მ დაინახა […]