2,149 წაკითხვარუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კარვები გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. საპროტესტო აქციაში მონაწილეობას იღებს თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია. ისინი დროებითი მთავრობის ჩამოყალიბებას და ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ითხოვენ.

2,044 წაკითხვაპარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მივიდა. მასთან ერთად აქციაზე მივიდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი დავით რაქვიაშვილი. პარლამენტის წინ აქცია უკვე ორი საათზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისკენ მოუწოდებენ.  

1,784 წაკითხვაპროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება: „ან ხვალ ივანიშვილი მიიღებს პროპორციულ სისტემას, ან უახლოეს ხანში ძალიან ცუდად დაამთავრებს“ – წერს სააკაშვილი.

2,350 წაკითხვაკენჭისყრა გადადეს ხვალისთვის. დღეს, თურმე კანონის მოწინააღგმდეგეთა რიცხვს მოუმატია და ჩაგვივარდებაო. მაინც სათუოდ ვიტყვი შემდეგს: თუ ეს სპექტაკლი არაა, ე.ი. ბიძინა ივანიშვილი საკუთარ პარტიაში კარგავს ავტორიტეტს, რადგანაც, როგორც ამბობენ, იგი კატეგორიულად ითხოვს ყველასგან პროპორციული სისტემის მხარდაჭერას, მაგრამ მას ეურჩებიან მაჟორიტარი დეპუტატები საკუთარი პარტიიდან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა. ზვიად კვაჭანტირაძე

1,266 წაკითხვასაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა, – შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი დღემდე იყო საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში, 2017-2018 წლებში კი – განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მანამდე კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. მიხეილ ჩხენკელს აქვს დოქტორის სამეცნიერო ხარისხი და არის აშშ-ის უნივერსიტეტების პროფესორთა ასოციაციის წევრი. მიხეილ […]

1,299 წაკითხვაკინოკრიტიკოსი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საზოგადოების ნაწილის რეაქციაზე წერს: „შემხვდა მოსაზრება, რომ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ცეკვა მხოლოდ ფონი და დეკორაციაა. არადა მაგ ფილმის მთავარი ღირსება „მიზეზ-შედეგობრივი კავშირია“ და ფილმის ფინალურ ეპიზოდში, მერაბის ცეკვა ავტორის მთავარ სათქმელს გამოხატავს. ინგა გრიგოლიას გადაცემაში სანდრო ბრეგაძემ ვიქტორინა მოუწყო წამყვანს და იაგო ხვიჩიას, აბა მითხარით, რა არის ვაჟკაცობაო, გეიები […]

2,156 წაკითხვაქართველ წუმპე-ნეო-ლიბერალებს და “უკალნალთა” მოდგმას ცუდად აქვთ საქმე!  რატომო, მკითხავთ, ხომ?! რატომო და… აშშ-ს პრეზიდენტმა ბატონმა დონალდ ტრამპმა… ჩვენი გუნდი შეაჩერებს შეტევას ქრისტიანულ ფასეულობებზეო… აუჰ, ხომ დაემხოთ თავზე ეს 25 წლიანი ნაჩათლახარი ამ ქართველ “პრადვინუტებს”… ამათი კოშმარი წარმოგიდგენიათ, ხომ?! აშშ-ს საელჩოდან თვალებს რომ დაუბრიალებენ, ქრისტიანყლ ფასეულობებს შეეშვითო… სანაძლეოს დაგიდებთ: ამ ნაგავს ოღონდ ფული მიეცი და ხვალ… თავგადადებული ქრისტიანები იქნებიან… […]

2,426 წაკითხვაპარტია „სამართლიანობისთვის“ წევრი ზვიად კვაჭანტირაძე ფილმზე „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სოციალურ ქსელში წერს, რომ ფილმმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა: „ძალიან, ძალიან სევდიანი ფილმია, მეგობრებო. ცრემლიც მომერია არაერთხელ. მთავარი როლის შემსრულებელი ბრწყინვალედ თამაშობს. სხვებიც კარგები არიან. ოპერატორი – ყოჩაღ! მუსიკალური გაფორმებაც მშვენიერი. ფილმის შვედეთთან კავშირი ABBA -ს ცნობილი სიმღერით „If you change your mind, I’m first in line“ რა ამბები ატეხეს? […]