2,041 წაკითხვა„დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია!“ – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ფასი, რასაც ქვეყანა „ამ სისულელეში“ გადაიხდის, მაღალი იქნება. „დიახ, გიგი უგულავა პოლიტიკური პატიმარია! სრულიად ერთმნიშვნელოვნად და ყოველგვარი მაგრამის გარეშე! 1. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არასოდეს, არავითარი დანაშაული ჩაუდენიათ და ისე […]

1,324 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბრალდებები ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს მოკლებულია: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კატეგორიულად უარყოფს წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ივანეიშვილის ბრალდებებს, რომელიც ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელდა. აღნიშნული ბრალდებები მოკლებულია ყოველგვარ სამართლებლივ საფუძველს, რასაც საქმეზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]

1,961 წაკითხვა“ჩვენ, ოპოზიციას, რომელიც აქ ვიკრიბებით, არ დაგვრჩა სხვა გზა გარდა იმისა, რომ შევწყვიტოთ ყოველგვარი მოლაპარაკებები, რაუნდები და კონსულტაციები პირსისხლიან ივანიშვილის რეჟიმთან” – ეს განცხადება “ლეიბორისტების” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, გიგი უგულავას წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა. შალვა ნათელაშვილის თქმით, ოპოზიციური სპექტრი ქუჩის აქციებისთვის მზადების რეჟიმზე გადადის და ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს წყვეტს. “მივმართავ სრულიად საქართველოს, პირსისხლიანმა დიქტატორმა გადალახა წითელი […]

1,879 წაკითხვა“ქართული ხმის” ფინალისტმა გიორგი ძოწენიძემ ფეისბუქში დაწერა: “გამარჯობა მეგობრებო მინდა ერთი მოკლე სამწუხარო ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვანდერის კონცერტი. რომელიც გადმომცა ავერსმა. იყო ჩემთვის საოცნებო საჩუქარი. ჩემი ემოციაც ამაზე მეტყველებდა და წარმოსადგენადაც ადვილია როცა ოცნება გისრულდება როგორი სიხარული გაქვს 🙂 მაგრამ. დაუდევრობის.. შეცდომის.. ან რავიცი რის გამო (მოტყუება მაინც არ მინდა ვთქვა) ეს კონცერტი დანიაში როგორც ჩანს არ არსებობს. არის ვანდერისადმი მიძღვნილი […]

2,453 წაკითხვაადამიანმა ერთხელ რომ მოიხადა სასჯელი და მეორედაც იგივე საქმეზე იჭერენ, ეს არაა პოლიტიკური დაჭერა? რა თქმა უნდა,,პოლიტიკურია და იმის მანიშნებელია, რომ დაჭერები დაიწყება ქვეყანაში, აბა, ტყუილად კი არ ატარებენ ამდენ ადამიანს სასამართლოში! ყველაფერს ველოდი ახლა, ,Gigi Ugulava-ს ხელახლა დაჭერის გარდა, თან იმის გამო, რისთვისაც ერთხელ უკვე იჯდა. წინასაარჩევნო დაჭერები. ინგა გრიგოლია

2,544 წაკითხვა არანაირი პიროვნული სიმპატია არ გამაჩნია გიგი უგულავას მიმართ, მაგრამ მძულს, მეზიზღება ადამიანების მიმართ ცინიკური დამოკიდებულება, ვინც არ უნდა იყოს ის. კანონის, სამართლის მიმართ ასეთი დამოკიდებულება, მისი სრული არარსებობა რომ ქვეყნის და ყველა მოქალაქის ტრაგედიაა, ამის ახსნა-განმარტების სიბეჯითე არ მყოფნის. ნათია ფანჯიკიძე

1,349 წაკითხვააშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მიმდინარე წლის აპრილში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას Twitter-ზე „ამერიკის ხმის“ თეთრი სახლის ბიუროს ხელმძღვანელი სტივ ჰერმანი ავრცელებს.  „რაც შეეხება კორონავირუსს, ხალხი ფიქრობს, რომ ის აპრილში სიცხეების გამო დასრულდება. სიცხე კლავს ამ ტიპის ვირუსს“, – განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრაზე.  დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს აქვს კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით კარგი […]

1,567 წაკითხვაუზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა ე.წ ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 3 წლით და 2 თვით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნულით უზენაესმა სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბრალდება აცხადებდა, რომ გიგი უგულავამ თბილისის განვითარების ფონდიდან თანხები გაფლანგა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ გიგი უგულავას უდანაშაულოდ ცნო არა თანხების გაფლანგვაში, არამედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და მას 1 წლითა და […]

1,739 წაკითხვაბრიტანეთის პარლამენტის ერთ-ერთ შენობას მოულოდნელი სტუმარი ეწვია. საკანონმდებლო ორგანოს თანამშრომლებმა დერეფანში მელია ნახეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian ავრცელებს. თვითმხილველებმა პოლიცია გამოიძახეს. მტაცებელი შენობაში დასეირნობდა, შენობაში მყოფი ადამიანები კი მას სმარტფონებზე იღებდნენ. მელიამ მეოთხე სართულამდე შეძლო ასვლა. იქ ცხოველი პოლიციელმა დააკავა, რომელიც სპეციალური ხელთათმანებით იყო აღჭურვილი.