1,887 წაკითხვაფაქტია ანაკლიის პორტის ბედი დიდი ხანია რუსეთის სასარგებლოდ პუტინმა გადაწყვიტა. ხელისუფლებაც და ანაკლიის კონსორციუმიც უბრალოდ „ჟულიკობენ“ და ერთმანეთს აბრალებენ, რეალურად ამ პორტის ბედი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დასრულებულია და ტყუილად ნუ ფაფხურობთ. გიორგი ლაღიძე

2,498 წაკითხვაკატების გამო, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ბიურო, აფხაზეთიდან დევნილ, ვეტერანის ოჯახს სახლს უყიდის. თორდუების ოჯახმა სააღსრულებლო ფურცელი საცხოვრებელი სახლის აუქციონზე გატანასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიიღო. ლალი თორდუას განცხადებით, კატა შვიდ კნუტთან ერთად ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ოთხი თვის წინ ჩააბარა, რისთვისაც რვა ლარის გადახდა დაეკისრა, აღნიშნული თანხა თორდუამ გადაიხადა თუმცა ფაქტს ვერ ადასტურებს, რისთვისაც მის ერთად ერთ საცხოვრებელ სახლს აუქციონზე […]

3,775 წაკითხვა„სირიის სამთავრობო არმიის დანაყოფი თურქეთის საზღვრიდან 30 კმ-ში ქალაქ ტელ ტამერში შევიდა, ტრამპის მიერ თურქეთის ჯართან შეტოვებულმა სირიელ ქურთებმა გამოსავალი იპოვეს,ისინი ბაშარ ასადის მთავრობას, რომელიც აქამდე მათი დაუძნებელი მტერი იყო, ჩრდილოეთ რეგიონში სამთავრობო ძალების გაგზავნის შესახებ შეუთანხმდნენ, რათა მათ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერება შეძლონ და ქვეყნის სუვერენიტეტი და საზღვარი დაიცვან“, – წერს გაზეთი “რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, საქართველო ახალი საფრთხის […]

1,606 წაკითხვაირაკლი კობახიძეს საარჩევნო არითმეტიკა ძალიან ცუდად გამოსდის, – ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გუშინ „პალიტრანიუსის” გადაცემა „360 გრადუსში“ გაკეთებული განცხადება. დეპუტატი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის გზავნილებში სიცრუის გარდა ვერაფერი ამოიკითხა. „მე კობახიძის არითმეტიკას არასდროს მჯეროდა. მისი მათემატიკა იმდენად ცუდია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ივანიშვილიც კი შეცდომაში შეიყვანა და მიალოცინა ზურაბიშვილისთვის. გარწმუნებთ, ეს […]

945 წაკითხვაყირგიზ ჟურნალისტს კაბაი კარაბეკოვს პატიმრობა ემუქრება, რადგან მას არ აქვს საშუალება ქვეყნის პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვს კომპენსაცია 10 დღის განმავლობაში გადაუხადოს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ იტყობინება. ბიშკეკში გასული წლის ოქტომბერში სასამართლომ ჟეენბეკოვის სარჩელზე ღირსების შელახვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რომლის საფუძველზეც ჟურნალისტს და სააგენტო 24.კგ-ს კომპენსაციის სახით, პრეზიდენტის სასარგებლოდ 60 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. სარჩელს საფუძვლად 11 სექტემბერს […]

893 წაკითხვა„აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სირიაში შეჭრის გამო ანკარას ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, სანქციები, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში ამოქმედდება. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ქურთებზე თურქეთის თავდასხმის შესაჩერებლად ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არასოდეს განუხილავს და ტრამპმა კვირას პენტაგონს დაავალა, ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანა უზრუნველყოს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, სტივენ მნუჩინის, თქმით, ტრამპმა თურქეთს […]

1,647 წაკითხვა„ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი არ ნიშნავს ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს, გამონათქვამებს და გაუაზრებელ ნაბიჯებს. „ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის მონაკვეთები, რომლებიც […]

1,750 წაკითხვასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტრებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძეს მიმართავს. ,,მოგესალმებით პატივისცემით და მოგმართავთ, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანი საკითხის გამო: საქმე ეხება ორ მნიშვნელოვან მონასტერს – უდაბნოს და ჩიჩხუტურს. იურიდიულად და კარტოგრაფიულად ყველაფერი ნათელია: საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანის […]

1,398 წაკითხვაპარტია „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს დოკუმენტაცია წარუდგინა, რომლიც მისი თქმით, ადასტურებს, რომ შალვა თადუმაძის დიპლომი ყალბია. “საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია შალვა თადუმაძის ავადსახსენებელი დიპლომის საკითხი იმ დაწესებულებიდან, რომელიც დარეგისტრირდა 1994 წელს, თუმცა, ის იქ ირიცხებოდა 1993 წლიდან, როგორც სტუდენტი. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს შალვა თადუმაძის დიპლომის სიყალბეს: ეს არის 2003 წლის 5 […]

2,407 წაკითხვასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შედგება. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით. 2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ […]