„რა მოთხოვნით შიმშილობენ, გათავისუფლების ხო? ამ აქტს აზრი არ აქვს“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

853 წაკითხვა

„რა მოთხოვნით შიმშილობენ… ამ აქტს აზრი არ აქვს” – აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი ტვპირველის ეთერში:

„შიმშილობა შეიძლება დაიწყო მაშინ, როდესაც ამ მოთხოვნების გადაწყვეტის მზაობა შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, პატიმრები შიმშილობენ სტატუსის შეცვლის, ან გადაყვანის მოთხოვნით და სხვა მაგრამ, რა მოთხოვნით შიმშილობენ ესენი?  გათავისუფლების ხო? რეალურად, ამ აქტს არ აქვს აზრი და არის შიდაპარტიული მოხმარების. ჩემი აზრით, მელიას სხვა გზა არ ჰქონდა იმიტომ, რომ ხალხს შეუქმნეს მოლოდინები, რომ აქ ჩვენ ყველა ვართ ნულები და მხოლოდ მიშას შეუძლია  ყველაფერი, ის უნდა ჩამოვიდეს რომ რაღაცას ეშველოს, ჩამოვიდა ეს მიშა, დაიჭირეს, ათრიეს, ვკვდებიო იქიდან გვწერდა და ხალხი ქუჩაში მაინც არ გამოვიდა. გაირკვა, რომ აქ მყოფი ადამიანები ნულები არ ყოფილან. რაც შეეხება მელიას აქტს, ვფიქრობ ეს უფრო შიდაპარტიული მოხმარებისაა რათა დაიხსნას ეს შაჰიდი მიშისტები რომლებიც მოღალატეს ეძახდნენ იმისთვის, რომ მიშა ვერ გამოიხსნა“ – ამბობს ჩერგოლეიშვილი.

Next Post

მასობრივი შიმშილობა სააკაშვილის თავისუფლებისათვის (ვიდეო)

სამ დეკ 21 , 2021
853 წაკითხვა