„დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით“ – კობახიძე გახარიაზე

767 წაკითხვა

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას შესახებ ახალი დეტალები საზოგადოებისთვის მალე გახდება ცნობილი. როგორც მან პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქმე ეხება არა სამართლებრივ საკითხს, არამედ პოლიტიკურ განცხადებას.

„დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ამ დეტალებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფაქტებს და მტკიცებულებებს, ეს მათ თავად წარმოადგინეს, როდესაც რამდენიმე კვირის განმავლობაში, როდესაც 4 მუნიციპალიტეტში შეკრეს ღია კოალიცია, მეტი ფაქტი და მტკიცებულება არავის არ სჭირდება“, – აღნიშნა მან.

კობახიძე ამბობს, რომ „გარკვეული უხერხულობა“ უნდა მოიხსნა და ამის შემდეგ გახდება ყველაფერი ცნობილი. გარდა ამისა, იგი ამბობს, რომ ეს განცხადება გახარიას წარსულ და ამჟამინდელ საქმიანობას შეეხება.

16 თებერვალს ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა, რომ დადგება დრო, როდესაც იტყვიან, რა მოხდა 1 წლის წინ. მისივე თქმით, “ეს ინფორმაცია გარკვეული ტიპის უხერხულობას შეიცავს”“.

ფორმულანიუსი

Next Post

ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

შაბ თებ 19 , 2022
767 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს. “რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში. განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ […]