ვლადიმერ პუტინმა რეზერვში მყოფი მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

399 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ყოველწლიურ განკარგულებას, რომელიც რეზერვში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამხედრო წვრთნებში გაწვევას ითვალისწინებს. ინფორმაცია რუსული მედია ავრცელებს.

“რეზერვში მყოფი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები გამოძახებული არიან სამხედრო წვრთნების გასავლელად რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში, ეროვნული გვარდიის ჯარებში, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებებსა და უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში”, – ნათქვამია დოკუმენტში.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობასა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაევალათ უზრუნველყონ სამხედრო წვრთნაზე მოქალაქეების გაწვევასთან და წვრთნების ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა სამხედრო წვრთნების შესახებ განკარგულებას ხელი 2021 წლის აპრილში მოაწერა.

ipn

Next Post

„ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია, რა სადღეგრძელოსო - იკითხავთ“ - ირაკლი ოქრუაშვილი

შაბ თებ 19 , 2022
399 წაკითხვაირაკლი ოქრუაშვილის პოსტი ფეისბუქში: „ისეთი პირი უჩანს, ჩემს სადღეგრძელოს განხორციელება უწერია. რა სადღეგრძელოსო – იკითხავთ. 2005 წელია, კიევში დსთ-ს შინაგან საქმეთა მინისტრების სამიტი ტარდება. მაგისთანა “სანახაობას” როგორ გამოვტოვებდი. ის დროა პოსტსაბჭოთა სივრცეში მურმანის ეკალივით რომ ვართ ვარდების რევოლუციის მერე და ყველა მსგავს შეხვედრაზე ბებერი კომუნისტები და “კაგებეშნიკები” ზემოდან და ამრეზილად რომ გვიყურებენ. ეგეთი შეხვედრები სამი ნაწილისგან შედგება: “პრეზენტაცია, დისერტაცია […]