უკრაინის ბრწყინვალე ოპერაცია თუ მოსკოვის პროვოკაცია? – რა მოხდა სინამდვილეში

533 წაკითხვა

აფეთქებები ბელგოროდშიუკრაინის ბრწყინვალე ოპერაცია თუ მოსკოვის პროვოკაცია?

– სამხედრო ექსპერტის, ალექსანდრე კოვალენკოს კომენტარის (რომელიც ტელეგრამ არხზე გავრცელდა) თარგმანს ავრცელებს ჟურნალისტი, სააგენტო “ოდიშინიუსის” დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა.

ალექსანდრე კოვალენკო:

ბელგოროდში, დილაადრიან, მი-24-ებმა იერიში მიიტანეს ნავთობბაზაზე. ავიადარტყმა სათვალთვალო კამერებმა საიმედოდ და დეტალურად აღბეჭდეს ფირზე. იერიშის მიტანაში რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა.

ყველამ კარგად იცის, რომ მე მტრის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების მომხრე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა განვაცხადო:

ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩვენ არ ვიყავით!

რატომ? ავხსნი.

პირველ რიგში, უკრაინას არ შეეძლო თავისი მოიერიშე ვერტმფრენების გაგზავნა რუსეთში იმ მიზეზით, რომ მათ მოუწევდათ ათეულობით კილომეტრები ეფრინათ ეშელონირებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის პირობებში.

ანუ, ერთია აამოქმედო ავიაცია, ვერტმფრენები, ორგანიზება გაუწიო სარაკეტო დარტყმებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც, მაგალითად, ბერდიანსკში მოხდა, სადაც მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოწყვლადია, მაგრამ მეორეა, გაგზავნო ისეთი მსუბუქი სამიზნე, როგორიც ვერტმფრენია, მტრის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის მაღალი განთავსების ზონაში.

ეს არამარტო სიბრიყვე, წინდაუხედაობაცაა.

ამას გარდა, უკრაინას რომც მოენდომებინა ასეთი დარტყმის ორგანიზება, დაარტყამდა სამხედრო ინფრასტრუქტურას და არა ნავთობბაზას: საბრძოლო მასალების საწყობებს, საჯარისო ნაწილებს, ტექნიკის განთავსების ბაზას და ა.შ.

მაშ, რა იყო ეს, რა მოხდა სინამდვილეში?

დიდი ალბათობით, ეს იყო ბელგოროდზე უკრაინული შეტევის იმიტაცია.

რისთვის?

პირველ რიგში, იმ მოლაპარაკების პროცესის ჩასაშლელად, რომელშიც რუსეთი პირველი დღეებიდანვე არახელსაყრელ პოზიციაშია.

ამ დარტყმის შემდეგ რუსეთს შეეძლება არამხოლოდ დაიწყოს ბირთვული იარაღით დაშინება, რომელსაც ის არასდროს გამოიყენებს, არამედ დახმარებისთვის მიმართოს ОДКБ-ს (კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების ორგანიზაცია. წევრები: რუსეთი, ყაზახეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი. დაფუძნებულია 1992 წელს-ლ.ბ.), რაც დამამცირებელი იქნება, მაგრამ ფატალურ მდგომარეობაში მყოფი რუსეთისთვის თავის დამცირება დიდი არაფერია. თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ОДКБ რუსეთს გამოეხმაურება.

მეორეც, ეს რუსების დაშინების აქტია. ამით სურთ, მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ რუსული პროპაგანდა არ ტყუოდა და უკრაინელები ნაცისტები არიან, რომლებიც მხოლოდდამხოლოდ რუსეთის განადგურებაზე ოცნებობენ.

მოკლედ, ძველი ისტორია შაქარზე და აფეთქებულ კორპუსებზე ახალ კონტურებს იძენს.

გავიმეორებ: უკრაინას რომც დაერტყა, დაარტყამდა სამხედრო ინფრასტრუქტურას და არ გარისკავდა თავისი მოიერიშე ვერტმფრენებით, რომლებიც, თავად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიითვე, უკრაინას ერთიც კი აღარ აქვს.

დარტყმის შემთხვევაში უკრაინა გამოიყენებდა მაღალი სიზუსტის არტილერიას ან სარაკეტო შეიარაღებას.

ასე რომ, ეს მორიგი პროვოკაციაა.

დიდი ინტერესით მოვყვებოდი უკრაინის ბრწყინვალე ოპერაციაზე, მაგრამ მე საღი აზრის მომხრე ვარ და არა ბაქიაობის. და თუ რუსეთის ხელისუფალნი მიდიან ამაზე, ეს ნიშნავს, რომ ისინი საბოლოოდ, კუთხეში არიან მიმწყვდეული.”

Next Post

„მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე“ - სერგეი ლავროვი

პარ აპრ 1 , 2022
533 წაკითხვარუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. მოსკოვი ამზადებს საკუთარ რეაქციას კიევის წინადადებებზე და გარკვეულ წინსვლას აფიქსირებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ინდოელ კოლეგა სუბრაჰმანიამ ჯაშინკართან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში წინსვლა, უპირველეს ყოვლისა, ეხება უკრაინის, როგორც ბლოკის წევრი ქვეყნის აღიარების შეუძლებლობას. „მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. თქვენ მოისმინეთ, როგორ კომენტარს აკეთებდნენ ჩვენი მომლაპარაკებლები სტამბოლში […]