2021 წელს საქართველოში ფიშინგურ შეტევებს მომხმარებელთა 1,87% დაექვემდებარა. იმავე წელს სომხეთში მომხმარებელთა – 4,28%, ხოლო აზერბაიჯანში – 6,75%, 2020 წელს საქართველოში მომხმარებელთა 9,69%-მა განიცადა ფიშინგური შეტევა, სომხეთში კი ასეთი მომხმარებლების წილი 10,34% იყო, აზერბაიჯანი – 10,89%.
„კასპერსკის ლაბორატორიის“ მონაცემებით, გლობალური ფიშინგის საშუალო მაჩვენებელი 2021 წელს იყო 8,2%, წინა წლის 13,21%-თან შედარებით. იმავე წელს ანტი-ფიშინგური სისტემის დახმარებით აღიკვეთა მომხმარებლების თაღლითურ საიტებზე გადასვლის 253 365 212 მცდელობა, ხოლო 2020 წელს ეს მაჩვენებელი 434 898 635 იყო.
გარდა ამისა, შარშან ბრაზილიამ დაიკავა პირველი ადგილი ანტი-ფიშინგური სისტემის ამუშავების რაოდენობით, სადაც მომხმარებელთა 12,39% ერთხელ მაინც ეცადა გადასულიყო თაღლითური ბმულებზე. მეორე და მესამე ადგილები საფრანგეთმა (12,21%) და პორტუგალიამ (11,40%) დაიკავეს.
„2021 წელს ონლაინ მაღაზიები კვლავ მოთხოვნადი იყო და ეს ფიშინგშიც აისახა: ყველაზე გავრცელებული მეთოდი ის იყო, რომ თაღლითები თავიანთ გვერდს ონლაინ მაღაზიის საიტებად აქცევდნენ (17,61%). მეორე ადგილზეა გლობალური ინტერნეტ პორტალები გავიდნენ(17,27%), ხოლო გადახდის სისტემები (13,11%) მესამეზე ადგილზე დგას, მათმა ჩამონათვალში 4,7 პ.პ. მოიმატეს, გაუსწრეს ბანკებს (11,11%) და სოციალურ ქსელებს (6,34%). მესენჯერები (4,36%) და სატელეკომუნიკაციო კომპანიები (2,09%) დარჩნენ შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე, თუმცა მათი წილი შემცირდა. რეიტინგში თავიანთი პოზიციები შეინარჩუნეს ასევე IT კომპანიებმა (2.00%) და ფინანსურმა სერვისებმა (1.90%). ტოპ ათეულის ბოლოს კი ონლაინ თამაშებია (1,51%), რომელთა მომხმარებლებზეც კიბერდამნაშავეები 2021 წელს უფრო ხშირად ნადირობდნენ, ვიდრე ადგილზე მიტანის სერვისების მომხმარებლებზე“, – აღნიშნავენ კომპანიის ექსპერტები.
იმისათვის, რომ არ გახდეთ ფიშინგის მსხვერპლი, ექსპერტები ურჩევენ მომხმარებლებს ყოველთვის შეამოწმონ წერილის ან შეტყობინების გამგზავნის მისამართი და მასში მოცემული ბმული – თუ არ ხართ დარწმუნებული მათ სანდოობაში, არ უნდა გახსნათ იგი. თუ მომხმარებელი მაინც მოხვდა საიტზე, რომელიც საეჭვოა, მან არ უნდა დატოვოს იქ პერსონალური მონაცემები. თუ მომხმარებელს ჰგონია, რომ მან შემთხვევით გადასცა პაროლი თავდამსხმელებს, სასწრაფოდ უნდა შეცვალოს იგი. ასევე აუცილებელია უსაფრთხო კავშირის გამოყენება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მომხმარებელს წვდომა აქვს მნიშვნელოვან საიტებთან (მაგალითად, ინტერნეტ ბანკინგთან). დაუცველი საჯარო Wi-Fi ქსელებიც თავიდან უნდა იქნას აცილებული შეძლებისდაგვარად. ეს ყველაფერი შეამცირებს ფიშინგ გვერდზე შეუმჩნეველი მოხვედრის რისკს. აუცილებლად უნდა გამოიყენოთ უსაფრთხოების შესაბამისი გადაწყვეტა ფიშინგის საწინააღმდეგო ტექნოლოგიით. პროგრამა გააფრთხილებს მომხმარებელს, თუ ის შეეცდება თაღლითურ გვერდზე გადასვლას და დაბლოკავს მას.