„ნუ მოატყუებ საზოგადოებას, რომ საფრთხე არ არსებობს, თქვი, რომ საფრთხე არსებობს და..“ – სალომე სამადაშვილი

293 წაკითხვა

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ უნდა გაამხნევოს მისი მოქალაქეები და უთხრას, რომ არსებობს საფრთხე რუსეთისგან, თუმცა მას ჰყავს ძლიერი პარტნრიორები და ის ამ საფრთესთან გასამკლავებლად მზად არის. ამის შესახებ მან „ფორმულა“-ს ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

„უნდა გვესმოდეს, დღეს თუ რამე სჭირდება საზოგადოებას ჩვენგან, ეს არის სწორედ ის, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს.

ეს ხელისუფლება საკუთარ ხალხთან აცდენაშია ძალიან ბევრ საკითხში, მაგალითად იმაში, ვაპირებთ თუ არა დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო.

გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, ჩვენ არსად არ ვაპირებთ წასვლას და ვაპირებთ ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ.

ხელისუფლებას არავინ არ სთხოვს, რომ ხახაში ჩაუვარდეს, იმისთვის {რუსეთისთვის} შენ ხარ ლუკმა, რაც არ უნდა გააკეთო, ემზადება შენ შესაჭმელად, როგორც კი ამის შესაძლებლობა მიეცემა, ნუ მოატყუებ საზოგადოებას, რომ საფრთხე არ არსებობს, თქვი, რომ საფრთხე არსებობს და ჩვენ ამისთვის მზად ვართ, რადგან გვყავს ძლიერი მოკავშირეები, აგერ, ხომ ხედავთ, „ნატო“ გამოდის ყოველდღე, გენერალური მდივანი საუბრობს, რომ „ჩემი მთავარი ამოცანა არის საქართველო გავაძლიერო იმისთვის, რომ დავიცვა საქართველოს სუვერენიტეტიო“

საკუთარი ხალხი გაამხნევე“- მიმართა სამადაშვილმა მთავრობას.

Next Post

რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს - მედვედევის განმარტება

შაბ მარ 26 , 2022
293 წაკითხვარუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კერძოდ, მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც […]