რა შემთხვევაში გამოიყენებს რუსეთი ბირთვულ იარაღს – მედვედევის განმარტება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა ის ოთხი შემთხვევა დაასახელა, რა დროსაც რუსეთმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კერძოდ, მედვედევის ინფორმაციით, რუსეთმა ბირთვული იარაღი შეიძლება გამოიყენოს იმ შემთხვევაში თუ მის ტერიტორიაზე განხორციელდება თავდასხმა ბირთვული იარაღის გამოყენებით; ბირთვული იარაღის ნებისმიერი სხვა გამოყენების შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ; თუ მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შეკავების ძალების პარალიზება მოხდება; რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *