„ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტურობის და ამპარტავნების სიმბოლო“, – ამის შესახებ, პოლოტოლოგმა, გია ხუხაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა.
„ეს ქალბატონი არის არაკომპეტენტურობის და ამპარტავნების სიმბოლო. არც კომპეტენტურია, არის საოცრად ამპარტავანი. გონია რაღაც იცის და აქეთ უნდა გასწავლოს.
რა არის მისი ფორმატი რომ ჟურნალისტებმა ასე უნდა ქნას… ჩვენ გაუნათლებელი პაპუასები ვგონივართ. ის ცოტა ზემოთ კი არ არის, ძაან ზემოთ გონია თავის თავი. სინამდვილეში არის აბსოლუტურ სიბრიყვეში. მე დარწმუნებული ვარ კონსტიტუცია წაკითხულიც კი არ აქვს“,-განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალებაზე მორატორმიუმი გამოაცხადა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, შეწყალების საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან და მომავალი კვირიდან შეწყალების საკითხზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც შეწყალების ახალ წესებს დაადგენს.
აიპრესი