„მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას“ – ეკა ბესელია

1,449 წაკითხვა

მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას”- ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელიამ Multimedia.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა.

“მინდა დავაზუსტო, რომ ჩვენი პარტია არ არის ამ აქციის ორგანიზატორთა შორის, მე, პირადად მივედი ხალხთან სოლიდარობისთვის და პროტესტის გამოსახატად, ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად ყველა ადამიანისთვის, ვინც ფიქრობს, რომ უსამართლოდ ჩატარდა არჩევნები.

მე არც სააკაშვილის დირექტივების მიღებას ვაპირებ და არც მისი გეგმით მოქმედებას, ჩვენ გვექნება მოქმედების საკუთარი სტრატეგია,  აქციაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ ვართ სააკაშვილის რაღაც გეგმის მონაწილე.

რუსთაველის გამზირი, სადაც იმართება აქციები არ არის არცერთი პარტიის ექსკლუზიური უფლებამოსილების სფერო და არეალი, შესაბამისად არ მჭირდება არც არავის მოწოდება ან ნებართვის მიღება.

ის, რომ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციების რეჟიმში არიან, არ ნიშნავს, რომ ვინმეს არ აქვს ინდივიდუალური მოქმედების შესაძლებლობა”- განაცხადა ეკა ბესელიამ Multimedia.ge – სთან საუბრისას.

Next Post

გაბრაზებული ამომრჩევლის ცეკვა პარლამენტთან (ვიდეო)

ორშ ნოე 9 , 2020
1,449 წაკითხვა

შესაძლოა მოგეწონოთ