„ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღო“- თაკო ჩარკვიანი

1,243 წაკითხვა

„კანონი და სამართალი“-ს ლიდერი, თაკო ჩარკვიანი, ტვ პირველის ეთერში, „ენმ“-ის განახლებულ გუნდზე საუბრობს:

„არავინ დაინტერესდება ჩვეულებრივ ვითარებაში ერთმანეთის პარტიით, მაგრამ ამ ვითარებში სრულიად უცხო ადამიანები დავსხედით მოლაპარაკების მაგიდასთან, პროცესს აზიანებს აზელვა. ადამიანები გვირეკავენ, გვწერენ, რა ხდება, გვეკითხებიან. გუნდში მოგვეცით საშუალება, არანაციონალური მოძრაობის წევრებს, კითხვებს რომ დავსვამთ, არ ვნახოთ ხელ-ფეხის სროლა ფანატიკოსებისგან.

გუნდში რომ გამოჩნდება მერიის მოქმედი თანამშრომელი, კითხვებს აჩენს.

ხალხში ჩნდება კითხვები და ეს წყალს ასხმას ოცნების მხარეს.

ნაციონალურ მოძრაობაში თავად აქვთ კითხვები და ღიად წერენ. მე ოპოზიციაში ვიყავი იმ ხელისუფლების დროსაც და ოპოზიციაში ვარ ამ ხელისუფლების დროსაც. იმ ხელისუფლების დროს ოპოზიციაში ვიყავი იმიტომ, რომ სამარცხვინო პენიტენციური სისტემა იყო და ეს არავის დაავიწყდეს. ჰყავდათ ბრწყინვალე და ჰყავს დიდი მაშტაბის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ ეს არ მიშნავს რომ სხვა, აქ მყოფ ლიდერებთან კითხვები არ არსებობს.

ამ კითხვებზე პასუხი უნდა მივიღო. ნიკა კარგი პიროვნებაა, მაგრამ დინება სხვა მხარეს მიდის. ის შემოთავაზება, რაც თამარ ჩარკვიანმა მიიღო საახალწლოდ და გახსოვთ რა განცხადებაც გავაკეთე, რატომ გგონიათ, რომ სხვა პარტიებს არ აქვს იგივე შეთავაზება მიღებული?

არც ერთი ეს ადამიანი ახალი გუნდიდან ამომრჩეველს არ აურჩევია.“

შეგახსენებთ, თამარ ჩარკვიანმა ახალი წლის დღეებში, განაცხადა, რომ მან „ოცნებიდან“ კონკრეტული შემოთავაზება მიიღო, ქრთამის სახით, რომელზეც უარი დაუბრუნა პასუხად.

Next Post

მეუფე საბა გიგიბერია – „გვარამია, პრეზერვატივი თუ შემოგაკლდათ, გამოგიგზავნით”

სამ თებ 2 , 2021
1,243 წაკითხვამეუფე საბა მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს ეხმაურება და მას სიბინძურესა და “ეშმაკის საქმეს” უწოდებს. საუბარია რეპორტაჟზე, რომელიც სასულიერო პირის ბიზნესინტერესებს ეხებოდა: „ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია – დიდი ანგარიშით მოგიგეთ. ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი. აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, […]

შესაძლოა მოგეწონოთ