„ზედმეტია, თავი მოვიტყუოთ, რომ როცა ქვეყანა ელჩს იწვევს, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს“ – გია ვოლსკი

492 წაკითხვა

ზედმეტია, აქ ახლა ვილაპარაკოთ იმაზე და თავი მოვიტყუოთ, რომ, როცა ქვეყანა ელჩს იწვევს მეორე ქვეყნიდან, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელი ხალხის გვერდზე არ ვდგავართ , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეიცვლება.

“ჩვენ საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები მივიღეთ, სხვებთან ერთად, მაგრამ ვიყავით ავტორები რეზოლუციების და საჩივრებისა ჰააგის ტრიბუნალში რუსეთის მიმართ უკრაინასთან დაკავშირებით. მოვიგეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნა 10 აპრილს გამოცხადებული. არც ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეიცვლება ჩვენი პოზიცია, გაცილებით გაიზრდება და მთელი რესურსი იქნება მობილიზებული, არამარტო სახელმწიფო ბიუჯეტის, არამედ მთელი საზოგადოების, რომლის ნაწილს შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები წარმოადგენდნენ. მისასალმებელია მათი აქტივობა, მაგრამ არავის აქვს უფლება დაიჩემოს, რომ ამას რომელიმე პოლიტიკური პარტია აკეთებს, საზოგადოება განაგრძობს თავის აქტივობებს, ხელისუფლება გააგრძელებს თავის აქტივობებს, იმის მიუხედავად, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ზელენსკი”, – აცხადებს ვოლსკი.

მისივე თქმით, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობა იკვეთება.

“რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” მონაწილეობას, ჩვენ რომც არ ვთქვათ, ნათელია და სააკაშვილი თვითონ ამბობს. როცა უკრაინის ელჩმა უპასუხა მის ხეპრულ გამოხტომას პოლიტიკური განცხადებით, მაშინ თქვა, მივაღწევ იმას, რომ ელჩი გაწვეული იყოსო. ახლა თქვა, რომ პოლიტიკური ლიდერი რადაში არის ის ადამიანი, ვინც მან წაიყვანა პოლიტიკაში, მან წარუდგინა იანუკოვიჩს და შემდეგ მან მიიყვანა ზელენსკისთან გუნდში. დღეს ეს ადამიანები, მათ შორის, ქართველები, რომლებსაც ჩვენი სამართალი ეძებს, არიან შემადგენელი ნაწილი ბირთვისა, ამასთან დაკავშირებით, მე რომც არ ვთქვა, გარკვეული კავშირი, გარკვეული სინერგია არსებობს და კოორდინაცია იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია უმაღლეს დონეზე ჩვენი ურთიერთობები, სამწუხაროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველო შეიცვლის თავის პოზიციას უკრაინასთან მიმართებით”, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ თითქოს მმართველი გუნდი ესაუბრება პარტნიორებს, თითქოს სააკაშვილი ზელენსკიმ გამოგზავნა საქართველოში, სინამდვილეს არ შეესაბამება.

“ის, რომ ზელენსკიმ დაავალა წამოსვლა, ასეთი ინფორმაცია არ არსებობს, იმედია, ასე არ იქნება, ალბათ და ამაზე ლაპარაკი მმართველი გუნდის მხრიდან არ ყოფილა”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ipn

Next Post

 უკრაინის ბრწყინვალე ოპერაცია თუ მოსკოვის პროვოკაცია? - რა მოხდა სინამდვილეში

პარ აპრ 1 , 2022
492 წაკითხვააფეთქებები ბელგოროდში: უკრაინის ბრწყინვალე ოპერაცია თუ მოსკოვის პროვოკაცია? – სამხედრო ექსპერტის, ალექსანდრე კოვალენკოს კომენტარის (რომელიც ტელეგრამ არხზე გავრცელდა) თარგმანს ავრცელებს ჟურნალისტი, სააგენტო “ოდიშინიუსის” დამფუძნებელი, ლაშა ბერულავა. ალექსანდრე კოვალენკო: ბელგოროდში, დილაადრიან, მი-24-ებმა იერიში მიიტანეს ნავთობბაზაზე. ავიადარტყმა სათვალთვალო კამერებმა საიმედოდ და დეტალურად აღბეჭდეს ფირზე. იერიშის მიტანაში რუსულმა მხარემ უკრაინა დაადანაშაულა. ყველამ კარგად იცის, რომ მე მტრის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელების მომხრე ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა განვაცხადო: ვწუხვარ, მაგრამ ეს ჩვენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ