„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ

257 წაკითხვა

„ევროპელი სოციალისტები” პარლამენტში 2008 წლის ომის საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ ითხოვენ. ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში”, 2008 წელსაც მათი დავალებით მოქმედებდა და ახლა სააკაშვილის გასათავისუფლებლად მასშტაბური კოორდინაცია მიმდინარეობს.

“საზოგადოება კარგად ხედავს, რა მასშტაბის კოორდინაცია მოქმედებს იმისათვის, რომ ციხიდან განთავისუფლდეს კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ამ კოორდინაციაში ჩართულნი არიან ამერიკის ხელისუფლება, ევროპარლამენტი რამდენიმე ასეული დეპუტატით, უკრაინისა და მოლდოვას ხელისუფლებები, ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები და არაერთი სხვა სუბიექტი, რომლებიც საბოლოოდ ერთი ხელიდან იმართება.

საინტერესოა, რატომ იცავენ ისინი სააკაშვილს და რატომ ცდილობენ მის გათავისუფლებას. გასაგებია, რომ სააკაშვილი აგენტია, რომელიც 2003 წელს საქართველოში ამერიკულ რევოლუციას ჩაუდგა სათავეში, ამერიკული აგენტურა მოიყვანა ხელისუფლებაში და ამერიკელების ყველა დავალებას პირნათლად ასრულებდა: დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი, გადაავსო ციხეები, აწამებდა პატიმრებს, მუდმივი რეკეტისა და შიშის ქვეშ ჰყავდა ბიზნესი, მიიტაცა ტელევიზიები, გაასხვისა სტრატეგიული ობიექტები, დავით გარეჯი და ა.შ.

თუმცა, მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი სააკაშვილს იცავენ და მის გათავისუფლებას ცდილობენ, მაინც მის მიერ შესრულებული მთავარი დავალებაა. ამერიკელებისთვის ყველაზე ფასეული იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პროვოცირება, რომელმაც რუსეთის ეკონომიკასა და საერთაშორისო იმიჯს პირველი სერიოზული დარტყმა მიაყენა და რუსეთსა და ევროპას შორის სერიოზული ბარიერი შექმნა.

მართალია, სააკაშვილმა ეს ამერიკელების დავალება უნიჭოდ და სერიოზული ხარვეზებით შეასრულა, მაგრამ ამერიკელებმა პროგრამა მინიმუმს მაინც მიაღწიეს, რასაც ისინი სააკაშვილს, ბუნებრივია, სათანადოდ უფასებენ. ამ დროს თვალს ხუჭავენ იმ მილიარდებზე, რომელიც სააკაშვილმა ამ ომით მიითვისა. საბოლოოდ, 2008 წლის ომს არაპროვოცირებული ვერ დაერქვა და მეტიც, სააკაშვილს ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, იმის აღიარება მოუწია, რომ ომი თავად დაიწყო და სახალხოდ, ტელევიზიითაც დიდი სიამაყით ამცნო საქართველოს მოსახლეობას თავისი „საამაყო“ დანაშაული. თუმცა, ყველაფერი ამის მიუხედავად, სააკაშვილი მაშინ ზუსტად ისევე გამოაცხადეს მსოფლიო გმირად, როგორც ზელენსკი ჰყავთ დღეს გამოცხადებული. ისიც უნდა ითქვას, რომ არაჟნების სპეცოპერაცია წარმატებით რომ განხორციელებულიყო, დღეს ამერიკელებს ერთდროულად ორი მსოფლიო გმირი ეყოლებოდა, რომლებიც რუსეთს ორი ფრონტით დაუპირისპირდებოდნენ.

ჩვენს მიერ არაერთხელ გაჟღერდა მოთხოვნა, 2008 წლის ომის გამოძიების შესახებ. თუმცა, ვფიქრობთ, მასშტაბური კოორდინაცია, რომელიც სააკაშვილის გასათავისუფლებლად წარმოებს, ყველაფერს სრულად მოჰფენს ნათელს. სააკაშვილს საკუთარი პატრონები 2008 წლის ომს უმადლიან და მას სწორედ ამ მთავარი დამსახურების გამო იცავენ. ვხედავთ, რომ ამერიკელების შიშით, „ქართული ოცნება“ ბოლომდე მაინც ვერ ახერხებს სახელმწიფოს ინტერესების სრულად დაცვას და საგამოძიებო კომისიის შექმნისგან ისევ თავს იკავებს. როდემდე? თუმცა, სააკაშვილის გარშემო განვითარებული პროცესების გათვალისწინებით, ომთან დაკავშირებით გამოსაძიებელიც კი აღარაფერია, რადგან ყველაფერი ისედაც დღესავით ნათელია”, – განაცხადა ინჯიამ.

ინჯია მარია ზახაროვას განცხადებასაც გამოეხმაურა და ბათუმში აქციაზე სოჭიდან რუსი ტურისტებით შემოსული გემის გასაპროტესტებლად მისულებს “დაქირავებულები” უწოდა.

„მართლაც უხერხულია 150 კაცის გამოსვლა გაასაღო და მთელი ხალხის, მოსახლეობის სახელით ილაპარაკოს 150- მა დაქირავებულმა,”- განაცხადა ინჯიამ.

Next Post

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, რომლის 61.86 % გაიხსნა

ხუთ აგვ 3 , 2023
257 წაკითხვამიმდინარე წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) საქართველოში 27 057 დანაშაული აღირიცხა, საიდანაც სამართალდამცავმა ორგანოებმა 16 738 ფაქტი (61.86 %) გახსნეს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დანაშაულის ყველაზე მეტი – 7437 შემთხვევა (გაიხსნა 4112) ქურდობაზე მოდის, შემდეგ ადგილზეა სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულის 2899 (2652) ფაქტი; ოჯახში ძალადობის 2153 (1763) შემთხვევა; ძალადობის 1572 (825), ხოლო მუქარის 2019 (1824) ფაქტი. ამასთან, რეგისტრირებულ დანაშაულთა […]

შესაძლოა მოგეწონოთ