მე არ მგონია, რომ ეს გააკეთა თვითონ პრეზიდენტმა – მიხეილ სარჯველაძე

330 წაკითხვა

ვინც ვიდეორგოლი დაამზადა, „მონანიება“ ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, ვერ გაუგია და პარალელებშია აცდენილი – სამარცხვინოდ გამოიყურება მცდელობები, როცა ტრივიალური, მიმდინარე საკითხები ვინმემ შეიძლება პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გახადოს (მონათლოს), – ასე აფასებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, პრეზიდენტის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დადებულ ვიდეორგოლს, რომელიც ორბელიანების სასახლეში კულტურის სამინისტროს გენინსპექციის შესვლას ეხმიანება.

მისივე შეფასებით, „აცა-ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ”.

„მე არ მგონია, რომ ეს გააკეთა თვითონ პრეზიდენტმა, მაგრამ ვინც ეს დაამზადა, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მას, დიდი ალბათობით, ეს ფილმი ნანახი არ აქვს, ან თუ ნანახი აქვს, მისთვის კიდევ უარესი, რადგან ვერ გაუგია, პარალელებშია აცდენილი. ვინც ასეთ პარალელებს აკეთებს, ან ნანახი არ აქვს ან გაგებული ამ ფილმის არსი. თუმცა, ეს სხვათა შორის, არ ამცირებს უკმაყოფილების მიზეზს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ან პრეზიდენტის მიმართ, ვინც ასეთი ვიდეორგოლი დადო როგორც გამოხმაურება ამ საკითხზე მაშინ, როცა თვითონ აქვს დაშვებული უხეში შეცდომები. არ ვიცი, ალბათ ხვალ წითელი ფერი რომ გადაკვეთოს შუქნიშანზე და ვინმემ დააჯარიმოს, ალბათ გაჩნდება პრეტენზია, რომ ეს არის ძალიან დიდი პოლიტიკური ზეწოლა. შეიძლება ასე ფიქრობენ ადამიანები.

ალბათ პრეზიდენტმა არ მიაქცია ყურადღება, ასე რბილად სჯობს ვთქვათ, მაგრამ სიღრმეში რომ ჩავყვეთ, ამ აცა- ბაცა ხაზების პარალელებად წარმოჩენას ცდილობენ, პერსონაჟები გაიხსენეთ და მიხვდებით რაზეა საუბარი,”- განაცხადა სარჯველაძემ.

Next Post

ჩვენ რასაც ქვეყანაში ვხედავთ, იმას კიდევ უფრო უკეთ ხედავს გარე თვალი, ის ხალხი გვაფასებს სტანდარტების შესაბამისად - დავით უსუფაშვილი

სამ თებ 14 , 2023
330 წაკითხვაკიდევ უფრო მეტ რეზოლუციებში იქნება ნახსენები ივანიშვილიც, „ოცნებაც“ და სამწუხაროდ, საქართველოც, ეს არის გარდაუვალი პროცესი, – ამის შესახებ „ლელოს” დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც 15 თებერვალს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის დაგეგმილ კენჭისყრას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, დემოკრატიული სამყარო ხედავს, რომ პოლიტიკოსები საქართველოში პროკურორობით არიან დაკავებულნი და მიხეილ სააკაშვილს “რაც უფრო უარეს დღეში ხედავენ, უხარიათ და კმაყოფილების განცდებს ასხივებენ”. “ჩვენ რასაც ქვეყანაში ვხედავთ, იმას კიდევ უფრო […]

შესაძლოა მოგეწონოთ