160 წაკითხვა
ირაკლი ღარიბაშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინაში მებრძოლ მამუკა მამულაშვილზე და მის პოლიტიკურ აქტივობებზე.
პრემიერმა ისაუბრა რამდენიმე დღის წინ გამართული ვიდეოკონფერენციის შესახებ, სადაც მამუკა მამულაშვილიც მონაწილეობდა და განსახილველი საკითხი იყო ბიძინა ივანიშვილი.
“ღმერთმა მოგცეს საშუალება, რომ იომე, მაგრამ ეს პარტიული ჩართვები და პოლიტიკური განცხადებები ომის ფრონტიდან, მე არ ვიცი რა არის საერთოდ”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განმარტა, რომ უკრაინაში საბრძოლველად წასულ მოქალაქეებზე მისი შეფასება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მას არ უთქვამს, რომ ისინი პარტიის წარმომადგენლები არიან, თუმცა ცალკეული პირები ასოცირებულები არიან ნაციონალურ მოძრაობასთან.