,,ეს არის ხაფანგი” – გიგი უგულავა

579 წაკითხვა

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, „ქართული ოცნების” მხრიდან არ ყოფილა ოფიციალურად შეთავაზება, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება” 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა.

„ქართულ ოცნებას“ უნდოდა, რომ სიტყვაზე ვნდობოდით და ეს აბსოლუტურად უგვანი წინადადება მიგვეღო დამალულად. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ასეთი შეთანხმება არსებობდეს საზოგადოებისგან დამალულად. წინადადება შინაარსობრივად სრული აბსურდია, მაგრამ კიდევ განსაკუთრებული სრული სიგიჟეა, როდესაც ეს წინადადება იქნება ასე დამალული“,- განაცხადა გიგი უგულავამ, როდესაც უპასუხა კითხვას, რა პოზიცია აქვს ოპოზიციას ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებებზე გაჟღერებულ წინადადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თუ თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ხმათა 40%-ზე ნაკლებს მიიღებს, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

გიგი უგულავას განმარტებით, ოპოზიცია ამ წინადადებას არ იზიარებს, არ მიიჩნევს მათ კომპრომისულად და პირიქით, განიხილავს ამას როგორც ხელისუფლების მიერ დაგებულ ხაფანგს.

„პოლიტიკური ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო მანამდეც ნათელი და დასამალი არაფერი არ არის. ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ, არ ვთვლით, რომ ეს არის კომპრომისი, მეტიც, ეს არის ხაფანგი. ალეკო ელისაშვილს რაც შეეხება, მე მოვისმინე თითქოს რაღაც დიდ მწვერვალებს მიაღწია სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. არ მინდა დეტალებზე ვისაუბრო, მისგან განსხვავებით, მე საზოგადოებას ვეტყვი ერთ კომპონენტს და მერე დასკვნა თვითონ გამოიტანეთ რამდენად მზად არის თუნდაც სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით რაიმე წინსვლა დადოს „ქართულმა ოცნებამ“. მაგალითისთვის პროკურორის არჩევის საკითხი- „ქართული ოცნება“ თანხმდება პროკურორის პარლამენტიდან შერჩევის წესს ⅔-ით ანუ ოპოზიციის როლის გაზრდას პროკურორის დანიშვნაში 5 წლის შემდეგ და რატომ 5 წლის შემდეგ? იმიტომ, რომ თურმე შოთაძე ირაკლი არჩეულია და ხომ არ გადავირჩევთ?! ანუ „ქართულ ოცნებას“ მართლმსაჯულების რეფორმა წარმოუდგენია მინიმუმ 5 წლის შემდეგ და ამ 5 წელიწადში წარმოუდგენია, რომ შოთაძე იქნება მთავარი პროკურორი. ამიტომ, ასეთ წინადადებას მხოლოდ შეიძლება ალეკო ელისაშვილი დათანხმდეს, მეტი დედამიწის ზურგზე არავინ დათანხმდება“, – განაცხდა უგულავამ.

Next Post

„თუ რომელიმე თქვენგანს სამსახურში აიძულებენ ვაქცინის გაკეთებას, იცოდეთ, რომ...“ - ლადო სადღობელაშვილი

შაბ მარ 20 , 2021
579 წაკითხვალადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: მეგობრებო გთხოვთ გაავრცელოთ. – მოგმართავთ როგორ ა/ო პრიორიტეტული მიმართულებების განვითარების ცენტრი-ს ხელმძღვანელი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე თქვენგანს (ან თქვენს ირგვლივ მყოფს) სამსახურში აიძულებენ ვაქცინის გაკეთებას და არ გაკეთების შემთხვევაში გემუქრებიან სამსახურიდან დათხოვნით ანდა სხვა ნებისმიერი ფორმით გავიწროებენ და ეწევიან თქვენი უფლებების უხეშ დარღვევას, იცოდეთ რომ ეს არ არის კანონიერი მოთხოვნა თქვენი ხელმძღვანელობის მხრიდან, ჩვენ […]

შესაძლოა მოგეწონოთ