რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში უკრაინის დელეგაციის წევრი დავით არახამიას თქმით, საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბარი შესაძლოა დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს. ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
„საქართველო უნდა შეუერთდეს იმ სასანქციო პაკეტს, რომელიც დაედო რუსეთს და თუ არ უნდათ ან თუ მტკივნეულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ესეც ახსნადია, მაგრამ უბრალოდ ნუ დაეხმარებიან რუსეთის მოქალაქეებს და რუსეთის ბიზნესს, გვერდი აუარონ იმ სანქციებს, რომლებიც დააწესეს ევროკავშირისა და სხვა ქვეყნებმა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიმართა ყველა ევროპულ პარლამენტს, საქართველოს პარლამენტში არ გამოსულა. ამავრდოულად, ქართული ხელისუფლების პოზიცია უნდა დავიწყოთ იმით, რომ უნდა მიეცეს პრეზიდენტ ზელენსკის საშუალება, მიმართოს საქართველოს პარლამენტს. ეს იქნება კარგი ჩვენება იმისა, რომ ხდება მიმდინარე სიტუაციის გადაფასება“, – ამბობს არახამია.