„ხალხო! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ!“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

608 წაკითხვა

„ხალხო! კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ! ამ ღირებულებების მოღალატე ადამიანის გზავნილები არ იქნება არსად, სადაც ორგანიზატორი ვარ მე! ეს ბრძოლა არის დემოკრატებსა და ავტოკრატ პოპულისტებს შორის. პოპულისტები ჩემი მტრები არიან და ჩემი ამოცანა მათი პოლიტიკური განადგურებაა”, – ამის შესახებ თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიგა ბოკერიას შესახებ მიხეილ სააკაშვილის მიერ 2019 წელს გაკეთებულ განცხადებას [რასაც აკეთებს ბოკერია, არის ტრადიციების წინააღმდეგ, ანტიქრისტიანული] აზიარებს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სააკაშვილი დემოკრატიის მოწინააღმდეგე პოპულისტების მინდორზე თამაშობს!

„ეს არჩევანი გააკეთა! (მე ვურჩევდი, დაჟინებით, რომ ცდებოდა, მაგრამ მოკლე გზით სიარული უნდოდა ძაან და ეგ ეგონა მოკლე გზა). ეს არჩევანი ჩემთვის მიუღებელია და არასოდეს მისაღები არ გახდება, ჩემი ამოცანაა, რომ ეს არჩევანი ყველგან და ყოველთვის დამარცხდეს! შეეგუეთ და არ მომიახლოვდეთ!”, – წერს ჩერგოლეიშვილი.

 

Next Post

რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა

შაბ აპრ 23 , 2022
608 წაკითხვარუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთით, სასაზღვრო პუნქტი დაბომბა, – ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათი ცნობით, პარასკევს ღამით ჩერნიგოვის რაიონის სოფელ სენკივკასთან დაახლოებით 10 ყუმბარა აფეთქდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ყუმბარები რუსეთის ტერიტორიიდან იყო ნასროლი და ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ტერიტორიის დაბომბვა რუსული ძალების რეგიონიდან გაყვანის შემდეგ ხდება. შეტევის შედეგად მესაზღვრეები არ დაშავებულან. ცნობისთვის, უკრაინული ქალაქი ჩერნიგოვი რუსეთისა და ბელორუსიის საზღვრების […]