გიორგი ლაღიძე – „ივანიშვილის ხელისუფლება წასასვლელია, მათ ხალხის იმედები ვერ გაამართლეს“

773 წაკითხვა

პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე  აცხადებს, რომ მომავალ საპარლამენტი არჩევნებზე მისი პარტია მნიშვნელოვან შედეგს აჩვენებს.

რა გაძლევთ ამ განცხადების გაკეთების საფუძველს?

„პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოება არის მოტყუებული და იმედგაცრუებული „ქართული ოცნების“ მხრიდან. შესაბამისად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ დაკარგა რეიტინგი. ასევე, ჩვენი საზოგადოება დაიღალა იმ პოლიტიკოსების ყურებით, ვინც ამ წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ამჟამად ოპოზიციაშია და ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნებას. საზოგადოებას სჭირდება ახალი სახეები, რომლებიც გასვრილები არ არიან იმ სიბინძურეებში რომელიც წლების განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდებოდა. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში, რეალურად გვტკივა ხალხის პრობლემები გვაქვს სამოქმედო გეგმა ქვეყნის ამ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური-პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად. ჩვენ სხვებისგან განსხვავებით, ადამიანები არასოდეს მოგვიტყუებია და მათ ყოველთვის შეძლებისდაგვარად ვედექით გვერდით“.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ აქვს მაღალი რეიტინგი და 2020-ის არჩევნების მოგებას აპირებს..

„მე არ ვიცი ისინი რა კვლევებს ეყრდნობიან, რეალობა კი არის ის, რომ ოცნების რეიტინგი კატასტროფულად არის დაცემული. ისინი მომავალ არჩევნებში უმრავლესობას ვერ აიღებენ. შესაბამისად ჩვენ უნდა ველოდოთ მრავალპარტიულ პარლამენტს.

არჩევნებამდე ძალიან ბევრი პრობლემა და საკითხია გადასაწყვეტი, უმთავრესად ეს მოსახლეობის მძიმე სოციალურ მდგომარეობას ეხება, ამასთან დაკავშირებით რა ხედვა გაქვთ?

„სამწუხაროდ, მე არ მაქვს იმედი რომ ეს ხელისუფლება რაიმე ხელშესახებ წინსვლას გვაჩვენებს ამ მიმართულებით. ისინი უბრალოდ როგორც ყველა ხელისუფლებას სჩვევია, არჩევნების წინა პერიოდში მოჩვენებითად გააქტიურდებიან და შეეცდებიან ხალხი მოიმადლიერონ. 

ამდენი იმედგაცრუების შემდეგ, ფიქრობთ რომ ხალხი კიდევ ერთელ მოტყუვდება?

„მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი საზოგადოება სიბრძნეს გამოიჩენს და კიდევ ერთხელ არ მოტყუვდება. ფაქტი ერთია რომ ივანიშვილის ხელისუფლება უპირობოდ წასასვლელია, მათ ხალხის იმედები ვერ გაამართლეს“.

Next Post

რა ხდება ამ წუთებში კინოთეატრებთან სადაც კინოჩვენება უნდა გაიმართოს(ფოტო)

პარ ნოე 8 , 2019
773 წაკითხვა კინოთეატრებთან, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს, პოლიციაა მობილიზებული. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პოლიციის ძალები მობილიზებულია არა მარტო „კავეას“ კინოთეატრში, არამედ თბილისში არსებულ ხუთივე კინოთეატრში. შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის ჩვენებისას შსს უზრუნველყოფს, როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც კანონით დასაშვებ ფარგლებს არ სცდება. შეგახსენებთ, რომ ქართული წარმოშობის […]