თბილისში საქართველოს პრემიერმინისტრის საგარეო პოლიტიკის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

900 წაკითხვა

ვრცელდება ანონსი იმასთან დაკავშირებით, რომ 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ, საზოგადოების ერთი ჯგუფი გამართავს აქციას, რომელზეც მხარდაჭერას გამოხატავენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი საგარეო პოლიტიკის მიმართ. წარმოგიდგენთ აქციის ანონსს, რომელსაც ხელს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტპატიმრები აწერენ:

ქართული საზოგადოებრიობის ერთი ჯგუფის განცხადება

მსოფლიოში და, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დიდ გავლენას ახდენს საქართველოს შიდაპოლიტიკურ დღის წესრიგზე. მოწმენი ვართ გააფთრებული მცდელობებისა, საქართველო, ამა თუ იმ ფორმით, ჩათრეულ იქნას უკრაინის ომში. თავად კიევში არსებული ხელისუფლება, დასავლეთის გარკვეული ძალების დაკვეთით და საქართველოს შიგნით მოქმედი ეგრეთ წოდებული ლიბერალური ოპოზიციის, სინამდვილეში კი ანტიქართული, ფაშისტების მეხუთე კოლონის ხელით, ცდილობს დესტაბილიზაციის მოწყობას და ჩვენი ქვეყნის გამოყენებას რუსეთის საწინააღმდეგო ერთჯერად ინსტრუმენტად.

გვსურს, ამ ყველაფრის წინააღმდეგ გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის პატრიოტულ და თან დაბალანსებულ პოზიციას.

მოგიწოდებთ ყველას, ვინც იზიარებს ამ სულისკვეთებას, შევიკრიბოთ მიტინგზე შაბათს, 18 ივნისს, საღამოს 7 საათზე თბილისში, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის სასახლის წინ და მშვიდობიანი ფორმით გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე ნება, რომ საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო და მას აქვს საკუთარი ინტერესები, რაც არ გაიცვლება არანაირ გარე დაკვეთაზე.

ყოფილი პოლიტპატიმრები და ადამიანის უფლებადამცველები:

პაატა აბულაძე, ირაკლი ბერაძე, რამაზ გაგნიძე, ვასილ გოგალაძე, ჯურხან გოგალაძე, ზაზა დავითაია, შალვა თვაური, შოთა იამანიძე, დავით ლორია, დავით მეფარიშვილი, ბახვა სტურუა, ზურაბ ხუციშვილი

 

Next Post

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა

ხუთ ივნ 16 , 2022
900 წაკითხვა1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9358 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9436 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0078 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0524 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0855 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0331 ლარი […]

შესაძლოა მოგეწონოთ