თუ ბინის შეძენას გეგმავთ და სხვადასხვა ალტერნატივებს განიხილავთ, ამ სტატიაში მოგიყვებით სამშენებლო კომპანია დომუსის საცხოვრებელ პროექტებზე, რამაც შეიძლება გაგიმარტივოთ გადაწყვეტილების მიღება და თქვენთვის იდეალური ბინის პოვნა.
კომპანია დომუსი დაარსდა 2006 წელს. მას შემდეგ ის ცდილობს შექმნას გარემო, რომელშიც თითოეული ადამიანი თავს იგრძნობს სახლში, ჰარმონიაში. დომუსმა გახსნის დღიდან აირჩია არასტანდარტული მიდგომა და წამოიწყო ინოვაციური საცხოვრებელი პროექტების აშენება, მომხმარებლების სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით.
გარდა მიდგომისა, კომპანიის ინდივიდუალიზმი და ბაზარზე კონკურენტუნარიანობა ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს:
- შენობებში უმაღლესი ხარისხის მასალების გამოყენებას
- არქიტექტურული იერსახეს
- თანამედროვე ინტერიერს
- ფუნქციონალურობას
დომუსი დღემდე აგრძელებს იგივე ხედვით და მისიით ოპერირებას ბაზარზე და მუდმივად გვთავაზობს საცხოვრებელ კომპლექსებს, სადაც ადამიანები იცხოვრებენ ჰარმონიაში, უსაფრთხოდ და მშვიდად.
დომუსის საცხოვრებელ პროექტში ცხოვრების 6 უპირატესობა:
- ხარისხიანი საშენო მასალებით აგებული შენობები
- თანამედროვე არქიტექტურული დიზაინი
- უსაფრთხოება
- გამწვანებული გარემო
- დახურული ვერანდები
- პრემიუმ კლასის ბინები
ამჯერად, დომუსი წარმოგვიდგენს რამდენიმე ახალ საცხოვრებელ პროექტს, მათ შორისაა ბინები ჭავჭავაძეზე და ბინები იპოდრომზე.
ბინები იპოდრომზე
დომუსის საცხოვრებელი პროექტები დომუსი იპოდრომზე (იპოდრომი 2 და 3) თბილისის შუაგულში მდებარეობს. თითოეული საცხოვრებელი პროექტის ტეროტორია 21 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს. აღნიშნულ ფართობზე განლაგებულია:
- 11 000 კვ.მ ფართის ორი სკვერი
- დაცული ეზო
- მინი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები
- ფიტნეს დარბაზი
- სპა ცენტრი
- ველოსიპედის ბილიკი და კაფე.
ბინები ჭავჭავაძეზე:
- ჭავჭავაძის 29
- ჭავჭავაძის 31
დომუსის კომპლექსები ჭავჭავაძეზე აშენებულია უნიკალური არქიტექტურული კონცეფციით.
ბინები ჭავჭავაძეზე (#31) სამ, სხვადასხვა სიმაღლისა და ტონალობის შენობას მოიცავს. ეს გამორჩეული კომპოზიცია გარშემო არსებულ ლანდშაფტს საუცხოოდ ერწყმის. თითოეული ბინის აივნის დიზაინში გამოყენებული ორანჟერეები და მწვანე ნარგავები კი დამატებით ხიბლს ძენს მათ. ინტერიერში ბუნებრივი ტექსტურები და ხის ვერტიკალური ელემენტები ჭარბობს.
თუ გსურთ უფრო დეტალურად გაეცნოთ ინფორმაციას კომპანია დომუსის და მისი საცხოვრებელი პროექტების შესახებ, აუცილებლად ესტუმრეთ ვებ-გვერდს: https://domusi.com ან დარეკეთ ნომერზე: 223 25 23