კახა კალაძე – 9 დეკემბერს განათდება ქალაქი და ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება

175 წაკითხვა

თბილისში საახალწლო ილუმინაციები და მთავარი ნაძვის ხე ხვალ, 9 დეკემბერს აინთება.

შესაბამისი განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე, ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება.

„9 დეკემბერს, ხვალ, საღამოს 20:00 საათზე განათდება ქალაქი და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება. მინდა, დავპატიჟო ყველა – მობრძანდით, ერთად ჩავიფიქროთ სურვილები და მშვიდობა, რაც დღევანდელ რეალობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ყველას, მთელ მსოფლიოს გვინდა ვუსურვოთ მშვიდობა და სიმშვიდე. ნაძვის ხის ანთების შემდეგ კონცერტი გაიმართება. თბილად ჩავიცვათ, რადგან ცივა. წამოიყვანეთ შვილები, შვილიშვილები და მობრძანდით, გელოდებით რუსთაველის გამზირზე. საახალწლო სურვილები უცვლელია – სიკეთე, სიყვარული, სიცოცხლე, სოლიდარობა და რა თქმა უნდა, მშვიდობა“,- განაცხადა კალაძემ.

Next Post

დაკავებულია "ისლამური სახელმწიფოს" ქართველი წევრი და ერთ-ერთი ლიდერი

ხუთ დეკ 8 , 2022
175 წაკითხვასახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში მოპოვებული მტკიცებულების საფუძველზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა. ოფიციალურ განცხადებას სუს-ი ავრცელებს: “ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა. ტოხოსაშვილი, იგივე „ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ […]