ევროპარლამენტი სკანდალში გაეხვა – დაკავებულია მათი წევრი, რომელსაც კორუფციას ედავებიან

105 წაკითხვა

9 დეკემბერს, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით  დააკავა. ინფორმაციას „DW – დოიჩე ველე“ ავრცელებს.

მათი ცნობით პოლიციამ ბერძენი დეპუტატი იმ გამოძიების ფარგლებში დააკავა, რომელიც კატარის მხრიდან შესაძლო კორუფციულ გარიგებებს ეხება. ამ საქმეზე სულ დაკავებულია ხუთი ადამიანი. მათ შორის ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერის პარტნიორი, რომელიც ასევე მუშაობდა პარლამენტში, იტალიელი პოლიტიკოსი და ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი.

კაილი არის ბერძნული სოციალისტური პარტია „პასოკის“ წევრი. პარტიაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო, ის უკვე გარიცხეს მათი რიგებიდან.

ევროდეპუტატი ევა კაილი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კატარის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას იკვლევდნენ. კაილი იმყოფებოდა კატარში, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.

ცნობისთვის, უფლებადამცველებმა კატარში დასაქმებულ აზიელ და აფრიკელ მიგრანტთა უფლებების არაერთი დარღვევა გამოავლინეს. ევროპარლამენტი კატარისგან სამუშაო ბაზრის რეფორმას მოითხოვდა.

Next Post

ვინ უღალატა სააკაშვილს? – ტრაილერის მძღოლის და თემურ ალასანიას პირველი ინტერვიუ (ვიდეო)

შაბ დეკ 10 , 2022
105 წაკითხვანოდარ მელაძის გადაცემის ერთ-ერთი რეპორტაჟი ეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის ეპიზოდს. ტრაილერის მძღოლი პირველად ალაპარაკდა საჯაროდ, თუ რა გეგმები იყო მისი ჩამოსვლის შემდეგ და ვინ მიატოვა ყოფილი პრეზიდენტი. ასევე, შაბათის გადაცემაში თემურ ალასანიას პირველი ინტერვიუ თითქმის 1 წლიანი დუმილის შემდეგ.