ტრანსგენდერობის დამკვიდრება საქართველოში – „საია“-ს სარჩელი ევროპულ სასამართლოში

2,353 წაკითხვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის («საია») პრესრელიზიდან: «საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ახალი საჩივარი გააგზავნა. საჩივარი ნიკოლო ღვინიაშვილისთვის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სასურველი გენდერის ასახვაზე ეროვნული ორგანოების უარს შეეხება».

«ეროვნულ ორგანოებში» ახალგაზრდა იურისტები, სავარაუდოდ, საქართველოს სახელმწიფო ორგანოებს გულისხმობენ და არა «ნიკოლო ღვინიაშვილის» სასქესო ორგანოებს. თუმცა მთელი ალიაქოთი სწორედ ამ კაცად გადაკეთებული ქალის ბიოლოგიური ორგანოების გამო არის ატეხილი. რელიზის კიდევ ერთი ამონარიდი:

«მომჩივანი, ნიკოლო ღვინიაშვილი არის ტრანსგენდერი მამაკაცი, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. სამედიცინო დაწესებულების მიერ 2014 წელს გაცემული სამედიცინო ცნობით დასტურდება, რომ ნიკოლოს სამედიცინო დიაგნოზია „ტრანსსექსუალიზმი.“ ამჟამად ნიკოლოს მეორადი ბიოლოგიური ნიშან-თვისებები, მათ შორის გარეგნობა, სრულ შესაბამისობაშია მამაკაცის მახასიათებლებთან».

ხედავთ, რა ხდება? ვიღაც სულით მახინჯმა «ორგანოები» შეიცვალა და ახლა სახელმწიფო ორგანოებმა მისი ამ «ორგანოების» ქეიფზე უნდა იმუშაონ! არადა, ნაცვლად ამისა, საგამოძიებო ორგანოები უნდა ჩაერთონ საქმეში და გამოარკვიონ, რომელი სამედიცინო დაწესებულება იძლევა «ტრანსსექსუალიზმის დიაგნოზს»! ეს ენით აუწერელი დაცინვაა როგორც ქართული სახელმწიფოსი, ისე ქართული მედიცინის!

დასკვნა ერთია: ამორალობის და წარღვნის დამარცხება ცალკეულ პრეცედენტებთან (მათ შორის, რაღაც «გეი-ფილმთან») ბრძოლით არ გამოვა; ბოროტების თავი უნდა მოიკვეთოს. მაგრამ, ამას საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება, რისგანაც, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ-ჯერობით შორს არის. ეკლესიის საქმეების არევა შიგნიდან იდეალურ გარემოს ქმნის «საიას», ლომჯარიების და მსგავსი ანტიქართული წარმონაქმნების დესტრუქციული მიზნების განსახორციელებლად.

წყარო: «ნიუსფრონტი-საქართველო»

Next Post

„საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში“ - ელი­ზა­ბეთ რუდ­ი

სამ ნოე 12 , 2019
2,353 წაკითხვამო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ელი­ზა­ბეთ რუდ­მა გა­ნუ­ცხა­და. ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა უპა­სუ­ხა სა­ა­გენ­ტოს შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას­თან აწარ­მო­ებს. „უკვე არ­სე­ბობს გზე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ლე­გა­ლუ­რად იმუ­შა­ონ […]

შესაძლოა მოგეწონოთ