„საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ლეგალურად იმუშაონ აშშ-ში“ – ელი­ზა­ბეთ რუდ­ი

2,100 წაკითხვა

მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, გა­ეც­ნონ იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ლე­გა­ლუ­რი და­საქ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“ – ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ელი­ზა­ბეთ რუდ­მა გა­ნუ­ცხა­და.
ამე­რი­კელ­მა დიპ­ლო­მატ­მა უპა­სუ­ხა სა­ა­გენ­ტოს შე­კი­თხვას, რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამე­რი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის სა­კი­თხზე მუ­შა­ო­ბა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნას­თან აწარ­მო­ებს.

„უკვე არ­სე­ბობს გზე­ბი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ქარ­თვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, ლე­გა­ლუ­რად იმუ­შა­ონ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. ეს არის სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, იმუ­შა­ონ აშშ-ში. მო­ვუ­წო­დებ­დი ყვე­ლას, ვინც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, გა­ეც­ნონ ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს“, – გა­ნა­ცხა­და რუდ­მა.
გარ­და ამი­სა, ელი­ზა­ბეთ რუდი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ი­ნიშ­ნოს. ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტის თქმით, ამე­რი­კას ელ­ჩის სა­ხით უკვე ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.
„ამე­რი­კას ჰყავს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ამ დრო­ის­თვის ეს გახ­ლა­ვართ მე, აშშ-ის ელ­ჩის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. რა თქმა უნდა, რო­დე­საც ახა­ლი ელჩი დამ­ტკიც­დე­ბა, ის ჩა­მო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ­ნე­ბა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­სამ­ტკი­ცებ­ლად და გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.
რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებს, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, “სამ­ხრეთ ოსე­თი­სა” და აფხა­ზე­თის სა­კი­თხთან, ჩვენ აქაც გვყავს სპე­ცი­ა­ლუ­რი უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტში, ენ­დრიუ შო­ფე­რი, რო­მე­ლიც ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ას ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობს.
ის ძა­ლი­ან მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას­თან იმი­სათ­ვის, რომ პა­სუ­ხი გა­ე­ცეს უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რულ გა­მოწ­ვე­ვებს“, – გა­ნუ­ცხა­და ელი­ზა­ბეთ რუდ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“.

Next Post

„უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - ეს ფილმი ყველამ უნდა ნახოს“

სამ ნოე 12 , 2019
2,100 წაკითხვაგუშინდელი საღამოდან უზარმაზარი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. დავწერ, წავშლი, დავწერ, წავშლი, რადგან არ მინდა რაც ამ ფილმის ნახვისას განვიცადე მოძებნილმა სიტყვებმა გააყალბოს. ამ ფილმის უპირველესი ღირსება სწორედ ისაა რომ არაფერია ყალბი. საერთოდ არაფერი – საათნახევარში ჩატეული ქართული რეალობიდან დაწყებული მსახიობების თამაშით დასრულებული. მთელ ფილმს ისე უყურებ, ერთხელ არ გაგიფხაჭნის გულს სულ მცირე სიყალბეც კი. სანამ ვნახავდი, მქონდა რაღაც მოლოდინები, მაგრამ […]

შესაძლოა მოგეწონოთ