ლევან ხაბეიშვილი – გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, ისტერიკები ჰქონდათ – უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო იქნება

130 წაკითხვა

გაერთიანებაზე ორი კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ – უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს, თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია.

„გაერთიანებაზე 2 კვირის წინ დავიწყე საუბარი და ვიღაცები გადაბჟირდნენ, მძიმე ისტერიკები ჰქონდათ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ამ ისტერიკებს სჯობს გარკვეულ გაერთიანებაზე იფიქრონ, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იქით. ჩვენ არსად არავინ დაგვიპატიჟებია, შევთავაზეთ, რომ საერთო სტრატეგია გვქონდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს საერთო სტრატეგია არ უნდათ, მგონია, რომ არც ოპოზიციონერები არიან. საერთო სტრატეგია და ერთობა მნიშვნელოვანია, რა გვინდა იმ საკითხზე თანამშრომლობა მნიშვნელოვანია. ვინ როგორ დაჯგუფდება „ნაციონალური მოძრაობის“ იქით, ეს მათი საქმეა. ჩვენ გვინდა, რომ გაძლიერდნენ.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, უახლოეს ხანში, საჯაროდ ნახავთ იმ გაერთიანებებს თუ დიდ ერთობას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო აუცილებლად იქნება“,- აღნიშნა ხაბეიშვილმა.

Next Post

გიორგი ვაშაძე - 2024 წლის არჩევნებზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან - ჩვენთვის წითელი ხაზია მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”

კვი ივნ 18 , 2023
130 წაკითხვა“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლებს, გარდა პრორუსული ძალებისა. ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნება” ასოცირდება. “ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით, კუთხით ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები, ასევე, ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალების მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”. შესაბამისად, დანარჩენებთან რაღაც კუთხით თანამშრომლობა მოგვიწევს”, […]

შესაძლოა მოგეწონოთ