გიორგი ვაშაძე – 2024 წლის არჩევნებზე ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან – ჩვენთვის წითელი ხაზია მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”

145 წაკითხვა

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “სტრატეგია აღმაშენებელი” ყველა პროდასავლურ ძალასთან ითანამშრომლებს, გარდა პრორუსული ძალებისა.

ვაშაძის თქმით, მისთვის პრორუსულ ძალებთან “ქართული ოცნება” ასოცირდება.

“ჩვენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით, კუთხით ვითანამშრომლებთ ყველა პროდასავლურ ძალასთან. ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალები, ასევე, ჩვენთვის წითელი ხაზი არის პრორუსული ძალების მავნებელთა მავნებელი “ქართული ოცნება”. შესაბამისად, დანარჩენებთან რაღაც კუთხით თანამშრომლობა მოგვიწევს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვაშაძემ ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის დაწესებულ 12 რეკომენდაციების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხოლოდ “ქართული ოცნება” ამტკიცებს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

“12 რეკომენდაციის შესრულება არის უმრავლესობის ხელში. თუ პარალამენტში არსებულ უმრავლესობას არ აქვს პოლიტიკური ნება კანონები მიიღოს, რომელიც 12 რეკომენდაციას შეასრულებს, ეს ჰაერიდან ვერ მოვა. ჩვენ ოპოზიცია ყველა კანონს, რომელიც 12 პუნქტს შეესაბამება, მხარს ვუჭერდით და მომავალში მხარს დავუჭერთ. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ 12 პუნქტი შესრულებული არ არის, შარლ მიშელი ამბობს, რომ არ არის 12 რეკომენდაცია შესრულებული, ევროპარლამენტიც და ევროკომისიაც იმავეს ამბობს. ერთადერთი ვინც ამბობს, რომ ყველაფერი კარგად არის პრორუსული „ქართული ოცნებაა”. გვინდა ევროკავშირი? მაშინ, რასაც ევროკავშირი გვეუბნება, ის რეფორმები შესასრულებელია”, – განაცხადა ვაშაძემ.

Next Post

იენს სტოლტენბერგი - პუტინის აგრესიული ტენდენცია ჯერ საქართველოში შეჭრის დროს გამოვლინდა - უკრაინაში ფართომასშტაბიანმა შეჭრამ კი საბოლოოდ წაშალა ნებისმიერი ილუზია რუსეთთან კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

ორშ ივნ 19 , 2023
145 წაკითხვანატოს გენერალურმა მდივანმა დასავლეთის დემოკრატიების უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამი პრიორიტეტი დაასახელა. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის აზრით, ამ პრიორიტებიდან პირველი არის უკრაინისთვის დახმარების გაგრძელება რუსული აგრესიის წინააღმდეგ. „ამჟამად ჩვენ უსაფრთხოების კრიტიკულ მომენტს განვიცდით. დიდი მსოფლიო ძალების შორის კონკურენცია იზრდება. პუტინმა დააბრუნა ომი ევროპაში. ცივი ომის შემდეგ რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობების იმედი გვქონდა. თანდათან რუსეთის პრეზიდენტის ქცევაში აგრესიული ტენდენციის შედეგად ეს იმედები […]

შესაძლოა მოგეწონოთ