„ეს მტკნარი სიცრუე და ბოროტმოქმედებაა“ – გოგა ხაინდრავა

418 წაკითხვა

„მივმართავ ქართულ საზოგადოებას:  აღარაა ის დრო, როდესაც  ჩვენი მხრიდან დასაშვებია ის გულგრილობა, რითაც ვუდგებით ამ ბოროტმოქმდების, ბოროტი ძალის, საქართველოს დამანგრევლების მოქმედებას.  საქართველო არაა მათი სამშობლო“ – აცხადებს გოგა ხაინდრავა, მისივე თქმით:

„ესაა მხოლოდ ასპარეზი იმისათვის, რომ თავისი ვნებები დაიკმაყოფილონ.  „ქართულმა ოცნებამ“  2012 წლიდან მოყოლებული საპარლამენტო არჩევნები სამჯერ მოიგო, ასევე, მოიგო  ყველა არჩევნები, რაც ჩატარდა.  ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი საზოგადოება,  ამომრჩეველი ამ პოლიტიკურ ძალას მყარად უჭერს მხარს. როცა შენ საქართველოს მთავრობას აცხადებ უკრაინის მტრად და პუტინის მეგობრად, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ამომრჩეველი,  ვინც ხმას აძლევს „ქართულ ოცნებას“, პუტინის ერთგულია, უკრაინის მტერი და პუტინის მეგობარია. ეს მტკნარი სიცრუე და ბოროტმოქმედებაა.  ამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაა. მინდა, რომ ამ რეალობაზე დავფიქრდეთ, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება  გამოვიტანოთ. ეს არც მთავრობას, არც მხედრობას არ მივანდოთ, ამ ბოროტმოქმედებს განაჩენი თავად საქართველოს   მოქალაქეებმა გამოვუტანოთ. ეს იქნება სიმბოლური, ბუნებრივია, ჩვენ არ ვართ მოსამართლეები.  მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოვა დრო,  ეს  ადამიანები საქართველოს ღალატის გამო გასამართლდებიან“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

Next Post

შალვა პაპუაშვილის პასუხი უკრაინის რადას თავმჯდომარეს

შაბ მარ 12 , 2022
418 წაკითხვასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი უკრაინის “რადა”-ს (საკანონმდებლო ორგანოს) თავმჯდომარე რუსლან სტეპანჩუკს. „თქვენ მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის მომზადებულ ვიდეო-მიმართვაზე პასუხად, გიდასტურებთ ჩვენ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოსა და უკრაინას სტრატეგიული პარტნიორობა და საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა აერთიანებთ. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებსა და ხედვას ჩვენი ქვეყნების ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალთან […]