„ვიღაც მოღალატე მელაშვილის საქმიანობა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ არჩევნების წინ “გაახსენდათ“ – გულბაათ რცხილაძე

1,915 წაკითხვა
გულბაათ რცხილაძის პოსტი ფეისბუქში:
„კიდევ ერთხელ განგიმართავთ, რაში მდგომარეობს “ქოცების” მოღალატებრივი მიდგომა დავით-გარეჯის საკითხში:
“ქოცებმა” 100%-ით გააგრძელეს “ნაცების” დამთმობი, უწყნარესი, “ჯოკოპიანისსიმო” პოლიტიკა აზერბაიჯანის მიმართ. რაღაც ბიზნეს-ინტერესები არ დაემთხვა ბიძინას ენერგეტიკის სფეროში, გარკვეული უთანხმოებები არის, მაგრამ ამას არ შეუცვლია სტრატეგია – საქართველო აზერბაიჯანს “წაკუზული” ჰყავს.
პრეზიდენტმა, მადამ ზურაბიმ წაიპოპულისტა, ვითომ “მიაწვა” აზერებს დავით-გარეჯის თემაზე, მაგრამ მათ პასუხად ყველაფერი “დაგვახურეს”. ამ “დახურვაზე” ქოც-ხელისუფლებამ ვერანაირი პასუხი ვეღარ გასცა გადიდგულებულ მეზობელს, ჩაყლაპა ბაქოდან სახეში მოფურთხებული და ქვეყნის შიგნით გაჩენილი პატრიოტული მუხტიც დათრგუნა.
რაც შეეხება ყარაბაღის ომს: აზერბაიჯანს მწვანე შუქი ამ ომის დასაწყებად თბილისიდანაც აუნთეს. აზერების საგარეო მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისში ომის დაწყებამდე 3 დღით ადრე ჩამოვიდა. მანამდე ალიევმა ამ მათხოვრებზე ანუ საქართველოს მთავრობაზე საქებარი სიტყვები თქვა – სომხეთში იარაღი არ გაატარესო, რამაც ჩვენი კამსამოლა პრემიერი (რომელსაც არაფერი ეტყობა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოსკოვში მიღებული განათლების და ნათელაშვილის დონეა დაახლოებით) აღფრთოვანებაში მოიყვანა. არადა, ალიევმა, უფრო ადრე, თავად დააწერინა ჟურნალისტებს “უტკა”, თითქოს სერბული იარაღი რუსეთიდან საქართველოს გავლით შედის სომხეთში. ამ დროს, ბაქოელმა ჟურნალისტებმა რუსეთი არ გააკრიტიკეს, კრიტიკის ობიექტი მხოლოდ საქართველო იყო, რაც მოწმობს, რომ დეზინფორმაციის მიზანს თავიდანვე საქართველო წარმოადგენდა.
ამ შანტაჟით ალიევმა მსუბუქი პანიკა გამოიწვია სტრატეგიის არმქონე საქართველოს ხელისუფლებაში. რეალპოლიტიკის ძირეული კანონებით, საქართველოს პირობა უნდა წაეყენებინა სომხეთთან საომრად გამზადებული აზერბაიჯანისთვის, რომ საქართველო არ მოითმენს დავით გარეჯის გასხვისებას. განსაკუთრებით, უდაბნოს მონასტრის დაკავება აზერების მიერ არის წარმოუდგენელი სკანდალი, ეს არის პირდაპირი შემოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე, რომელიც უტყუარად იყო ყველა რუკაზე ქართული. ვიღაც მოღალატე მელაშვილის საქმიანობა მშვენივრად იცოდნენ, მაგრამ არჩევნების წინ “გაახსენდათ”. ისიც შევახსენე მე, რომ იმავე მელაშვილის ხელმოწერა ადევს თურქეთისადმი 6 ათასი ჰექტარი მიწის ჩუქებას აჭარაში – 2016 წელს, გაგანია “ქოცობის” ხანაში. იქნებ ისიც თქვან, რომ ზანკალიანის გარეშე მოაწერა ხელი? იქნებ ამაზეც წაუყენოთ ბრალი, რომ მელაშვილი უფროსობის გარეშე არიგებდა ქართულ მიწებს თურქულ მოდგმაზე?!
მოკლედ, ვისაც დიპლომატიის და პოლიტიკის ეს ანა-ბანა არ გესმით, აქცენტს აკეთებთ აზერბაიჯანთან “მეგობრობაზე”, აი ახლა ომია და თურმე არ შეიძლება მეზობლის შეწუხება, თან ამ დროს “ბაგრამიანის ბატალიონს” იხსენებთ, მაშინ თქვენ ან “სოკარის” მიერ ნაყიდი ნაქართველარები ხართ, ან სრული ბითურები და პოლიტიკაზე წერა და ლაპარაკი უნდა აგეკრძალოთ, ასეთი რამ რომ იყოს შესაძლებელი.

Next Post

„საკმარისად გაძარცვა ქალაქი ამ უზრდელმა მერმა..“ - თაკო ჩარკვიანის პასუხი

კვი ოქტ 11 , 2020
1,915 წაკითხვასოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვით, თაკო ჩარკვიანის მეუღლე დიღმის ტყე-პარკში 6346 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს. ეს კითხვა მას ფეისბუქ პოსტზეც დაუსვეს, რაზეც თაკო ჩარკვიანმა უპასუხა. „უკანონოდ ფლობს გიგანი, თუ ბიუჯეტიდან აქვს, თუ ჩინოვნიკია, თუ ოდესმე თანამდებობაზე ყოფილა, თუ წესიერად კანონიერად შეძენილი ქონება აკრძალულია, თუ რა ხდება? და რატომ არ უნდა ჰქონდეს?  კალაძეს ნამდვილად არ აჩუქებს […]