გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის ვიდეო კლინიკიდან

98 წაკითხვა

გასაჯაროვდა მიხეილ სააკაშვილის კადრები კლინიკიდან, რომელიც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით გამოაქვეყნა.

კადრები 2022 წლის 9 აგვისტოდან 12 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური ვიდეოკადრებს ასაჯაროვებს, რომელიც ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.

აღნიშნულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს მიხეილ სააკაშვილის სიმულაციური ქმედებები, რომლის მიზანია მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა, საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანა.

ვიდეოკადრები ასახავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის მიმართ, ასევე მიხეილ სააკაშვილის დამოკიდებულებას სამედიცინო პერსონალის მიმართ, კერძოდ მისი მხრიდან განხორციელებული შეურაცხყოფისა და აგრესიული ქცევების ფაქტებს.”- ნათქვამია პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

Next Post

განადგურებული ვარ - ეკა კვესიტაძე

ოთხ დეკ 14 , 2022
98 წაკითხვა ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ განადგურებულია მიხეილ სააკაშვილის კადრების ხილვით, რომელიც კლინიკა “ვივამედშია” გადაღებული. “ამ კაციჭამია ნაძირლებმა გლდანის მეორე სერია დადეს – ამჯერად ფსიქოლოგიური წამების კადრები. განადგურებული ვარ. დარწმუნებული ვარ, ამ კადრებს ავადმყოფი, კაციჭამია ივანიშვილი ყოველდღე უყურებს და ხარობს. მართლა არ მჯერა, ასეთ ქვეყანაში როგორ ვცხოვრობთ”– წერს კვესიტაძე.