„ქართული ოცნების“ წვეულებაზე ივანიშვილი არ მივიდა – „ოცნების” საღამო რაჭაში ფოიერვერკით დასრულდა

1,752 წაკითხვა

„ქართული ოცნების“ წვეულება რაჭაში, გვიან ღამით ფოიერვერკით დასრულდა. ოცნებისმაღალჩინოსნებს რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბიზნესმენმა გოჩა ენუქიძემ მისსავე სასტუმროში უმასპინძლა.

ეს „ოცნების“ ხელისუფლების პირველი მასშტაბური შეკრება იყო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძეც მიიწვიეს. მოლოდინის მიუხედავად, წვეულებაზე არ მისულა ბიძინა ივანიშვილი.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, შეკრება ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატსა და ადგილობრივ გამგებელს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო დაიგეგმა, სადაც მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, ურთიერთობის გასარკვევად ჩავიდნენ.

ნიუპოსტი

Next Post

„პასუხი მთავარ არხს” – ტურიზმის განვითარების ფონდის განცხადება

შაბ ივლ 4 , 2020
1,752 წაკითხვასაქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმიანება „მთავარი არხი“-ს ეთერში გასულ სიუჟეტს სახელწოდებით წყალი ივანიშვილისთვის, რომელშიც ნათქვამია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტ, კურორტ ურეკში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი რეზორტი და სპა“-სთვის სახელმწიფომ უზრუნველყო წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო არხების მშენებლობა, რისთვისაც 85 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა. „გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს ეთერში, კერძოდ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტს, სახელწოდებით „წყალი ივანიშვილისთვის“, რომელშიც საზოგადოების შეცდომაში […]

შესაძლოა მოგეწონოთ