„მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს“ – მიხეილ სააკაშვილი

2,043 წაკითხვა

მინდა მივმართო უკანონო ბრძანების შემსრულებელს, საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, სპეცრაზმის წევრებს. იმ ხალხს, ვისაც საქართველოს მოქალაქეები უხდიან ხელფასს. ასლან აბაშიძე იყო ასეთი, რომელიც გაიქცა ივანოვის თვითმფრინავით რუსეთში, თან წაიყვანა სულ ოთხი, თუ ხუთი ადამიანი. ციხეში ჩატოვა გენერალი დუმბაძე რომელიც კბილებით იცავდა მას და ასრულებდა ყველა უკანონო ბრძანებას. სამაგიეროდ მერე გამოაგზავნა სპეციალურად თვითმფრინავი და წაიყვანა თავის ძაღლი “ბასმაჩი”. ივანიშვილს თავის ზებრა და სხვა ცხოველები უფრო მეტად უყვარს, ვიდრე თითოეული თქვენგანი. ეჭვი მაქვს, რომ ხალხს საერთოდ არ წაიყვანს და არც ერთი თქვენგანი არ გაახსენდებით, ამიტომ გთხოვთ, ცოტა დაფიქრდით, ივანიშვილი პრაქტიკულად ჩამოშლილია.

ბოლო გამოკითხვაში რომელიც ჩაატარა (Edison Research) საქართველოს მოსახლეობის 60% მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა ამბობს, რომ მას უნდა სააკაშვილი დაბრუნდეს უკან, საქართველოში. ეს, ასევე აჩვენებს დამოკიდებულებას ივანიშვილის მიმართ, რეალურად მას პრობლემა აქვს მთლიანად ქართულ საზოგადოებასთან, რომლის ქვეყნიდან გაძევება მან დაანონსა, უქართველობა დაანონსა საქართველოში.

საქართველოში აუცილებლად გათენდება

მიხეილ სააკაშვილი

Next Post

ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს

ხუთ დეკ 5 , 2019
2,043 წაკითხვაზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ათონის მთაზე მოღვაწე ბერი დააკავეს. გავრცელებული ონფორმაციით, ბერი პოლიციამ გუშინ აიყვანა.  შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. „გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძება – შენახვას გულისხმობს.