რა იარაღი უჭირავს ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს?!

2,113 წაკითხვა

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციას ეხმაურება, რომელიც დაახლოებით უკვე სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

როგორც მაიასაია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მისი სამხედრო გამოცდილებიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ გამტაცებე  კალაშნიკოვი – AK-74 უჭირავს.

ამასთან, როგორც მაისაია ამბობს, ბევრი გარემოება მიუთიტებს, რომ შეიარაღებულ პირს სამხედრო გამოცდილება აქვს.

„მძარცველს ხელში კალაშნიკოვი უჭირავს – AK-74. როგორც ჩანს, მას აცვია ჯავშან-ჟილეტი, რომელზეც რამდენიმე დამატებითი მჭიდი აქვს. ჟილეტი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს ტყვია-გაუმტარ დამცველად გულ-მკერდის არეში.

ჩანს, მას მარჯვენა მკლავზე ჩვენი გერბი უკეთია. როგორც ჩანს, მას საბრძოლო გამოცდილება აქვს, რადგან იარაღი კარგად უჭირავს. ჩანს, რომ მას, სავარაუდოდ, სამხედრო განათლება აქვს მიღებული, ყუმბარის ქონაც მიანიშნებს ამაზე.“- აცხადებს მაისაია.

შეგახსენებთ, ზუგდიდში საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა, რომელმაც ფულის სანაცვლოდ მძევლები აიყვანა.  ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ტარდება სპეცოპერაცია. მოქალაქეები სახანძრო კიბით, სახურავიდან ცდილობენ შენობის დატოვებას.  მძევალი ბანკიდან ტელევიზიას პირდაპირ ეთერში ჩაერთო. გამტაცებელმა სამართალდამცველებს მოთხოვნის შესასრულებლად 2 საათი დრო მისცა. ინტენეტსი გამტაცებლის ფოტოც გავრცელდა.

პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე სპეცოპერაციას გამოეხმაურა და ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება დაუშვებელია.

Next Post

„როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი..“

ოთხ ოქტ 21 , 2020
2,113 წაკითხვაროდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და „გლავ კანალის“ და „პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი, – აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მან დღეს ისიც განაცხადა, რომ მედიის კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ჟურნალისტების გარდა, კობახიძემ პოლიტიკური ოპოზიციაც გააკრიტიკა. „პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი […]