„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა” – ლევან რატიანი

1,517 წაკითხვა

„ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა  POSTV-ის ეთერში განაცხადა. რატიანის თქმით, საქართველო იმსახურებს რომ მედიცინის დარგში, მსოფლიოში მოწინავე რიგებში იდგეს.

„ძალიან გული მწყდება ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე დავდივარ, საქართველოს მედიცინა წინა პლანზე არ დგას. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

Next Post

„ივანიშვილს შევარდნაძის ბედი სანატრელი გაუხდება“ - დავით ბერძენიშვილი

კვი მაი 10 , 2020
1,517 წაკითხვა„ივანიშვილს პირობის შესრულება ამ საკითხზეც მოუწევს. მე ასე ვვარაუდობ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევარდნაძეს რაც მოუვიდა, ისიც კი ექნება სანატრელი“ – აცხადება დავით ბერძენიშვილი „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში პოლიტპატიმრების თემის კომენტირებისას. ბერძენიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციაში არანაირი კრიზისი არ არსებობს და პოზიციური პარტიები შექმნილ ვითარებაში, პრინციპში, ადეკვატურები არიან. „მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია მოძებნის ნორმალურ ფორმებს სათანამშრომლოდ საარჩევნო პროცესში. ძალიან ნორმალური პროცესი მიმდინარეობს ოპოზიციაში“ – […]