ამირან გამყრელიძის შვილი თვითიზოლაციაში იმყოფება

2,142 წაკითხვა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ვაჟი, ნიკოლოზ გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება. 

ნიკოლოზ გამყრელიძე „ევექსის“ სამედიცინო ქსელის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. სავარაუდოდ, თვითიზოლაციის მიზეზი იტალიიდან ჩამოსულ ჯგუფთან კონტაქტი გახდა. ამ ჯგუფიდან ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ექიმი გახლავთ, კორონავირუსი დაუდგინდა.

ნიკოლოზ გამყრელიძის თვითიზოლაციის შესახებ ინფორმაცია  პირადად ამირან გამყრელიძემაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, ამ დრომდე, საქართველოში კორონავირუსის 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

წყარო: “პრაიმტაიმი”

Next Post

პუტინ-ერდოღანის შეხვედრის „პატარა“ დეტალი - რა შუაშია აქ საქართველო?

შაბ მარ 7 , 2020
2,142 წაკითხვა„ქართველების გასაგონად წერს ამას ჩვენი სააგენტო“ – ასე იწყებს სააგენტო „ფრონტ-ნიუსი“ პუტინ-ერდოღანის შეხვედრის ერთი, თითქოს უმნიშვნელო დეტალის აღწერას, რომელმაც ისედაც თავდახრილი ერდოღანი კიდევ უფრო დაბლა დაუშვა. რა შუაშია აქ საქართველო? ახლავე მოგახსენებთ: „ქართველების გასაგონად წერს ამას ჩვენი სააგენტო – მცირე დეტალი, რომელიც არც ისე მცირეა და საქართველოს ბედკრულ წარსულს მოგვაგონებს. წარსულს, როდესაც საქართველოს არ ეკუთვნოდა აჭარა ბათუმითურთ. რა შუაშია […]