„თუ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება“ – ლიზა იასკო

თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება, – ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას სურს სააკაშვილის მოკვლა და მისთვის პატიმრობის მრავალი წლის მისჯა. რადას დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტადაა.

„მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, ის იძულებული გახდა რამდენჯერმე დაწოლილიყო და დაესვენა, ის სუსტადაა, სამწუხაროდ. ის მოკითხვას უგზავნის, პირველ რიგში, ჟურნალისტებს, რომლებიც ამ ცივ ამინდში იცდიან და აშუქებენ პროცესებს. რისი თქმაც მინდა, არის ის, რომ გუშინდელმა სასამართლომ გვაჩვენა, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ არის ბრალდებები და როგორც ჩანს ხელისუფლებას სურს მიხეილ სააკაშვილის მოკვლა და სურს მიუსაჯონ მას პატიმრობის მრავალი წელი. თუ მიხეილ სააკაშვილი არ გჭირდებათ საქართველოში, დაუბრუნეთ ის უკრაინას, ჩვენ ის გვჭირდება,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…