„ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია…“ – რუსუდან შარაძე

რუსუდან შარაძის გამოხმაურება ამირან გამყრელიძის მოწოდებაზე, რომ პანდემიის დროს, ნუ გავლენ სასაფლაოებზე და ტაძრებში:

„ამირან გამყრელიძეს ვუსმინე. ჩვენ საერთო სასაფლაო გვაქვს, მისი ვაჟი და ჩემი ოჯახი წმინდა პანტელეიმონის ტაძრის ეზოში არიან დაკრძალულნი. ბატონი ამირანიც, მაგრამ, განსაკუთრებით, მისი მეუღლე სულ იქ არის.

აღარ მაქვს ლაპარაკი წირვა-ლოცვაზე დასწრებაზე, ქალბატონი მარინა ყველა გაჭირვებულის იმედია. უამრავი ადამიანი დამეთანხმება, რომ ეს არის ღირსეული, ცხოვრების წესით ქრისტიანი წყვილი. მე კიდევ ისე არ ვინცობ, როგორც მას ჩემი მშობლები იცნობდნენ, უყვარდათ და პატივს სცემდნენ. დღეს, ეს კაცი, რომელიც შვილის საფლავზე ათენებს და აღამებს, იძულებულია, მთელი არსებით იყვიროს – არ წახვიდეთ ეკლესიაში, არ წახვიდეთ სასაფლაოზე, რათა გადავრჩეთ და გადავარჩინოთ ერთმანეთი!
არავინ გაბედოს ზედმეტის თქმა ამირან გამყრელიძეზე “– წერს რუსუდან შარაძე ფეისბუქში.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *