„არ ვიცი როგორი იურისტია, კარგი რომ იყოს ყოველ წამს არ დაარღვევდა კანონს“ – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა თეა წულუკიანთან დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც “მინისტრის საათის” ფორმატში, პარლამენტში უსმენენ.
„იძახა ეს მწამებლები, მკვლელები, მე ძალიან ფაქიზად ვუთხარი, რომ საკანონმდებლო ორგანო არ არის ადგილი, სადაც ბავშვობის დროს მიღებული კომპლექსების რეაბილიტაციას შეიძლება ეწეოდეს, ვუთხარი, რომ სიტყვა მკვლელს როცა ხშირად ახსენებს, რაც სააკაშვილს უწოდა და იურისტმა უნდა იცოდეს, რომ ძიების დროს ასე არ უნდა უწოდოს ადამიანს. ვუთხარი, რომ ვეთანხმები, რომ მკვლელს ჰქვია მკვლელი, მწამებელს მწამებელი და დავამატებდი, რომ მიკროფონის ქურდს ჰქვია მიკროფონის ქურდი და დამხვრეტს დამხვრეტი. ეს არ მოეწონა, ალბათ რაღაც არაცნობიერში გამოვდე მას, არაუშავს, იფიქრებს, რომ ადამიანებს ასე უპრაგონოდ მკვლელი არ უნდა ეძახოს, რადგან პასუხს მიიღებს მის ძალიან პროფესიონალ მშობელზე, მართალია, იმ პერიოდში დახვრეტის მუხლი იყო, მაგრამ მაინც რთულია, როცა ადამიანს 40 ადამიანი ჰყავს დახვრეტილი და მე მას მივუთითე, რომ ასე საუბარი არ შეიძლება, რადგან პასუხს მიიღებს, ეს იყო ჩემი ძალიან ლეგიტიმური პასუხი. იდგა ძალიან უკულტურო, გაუნათლებელი მინისტრი, ადამიანს აკლია განათლება კულტუროლოგიაში, ისე არ ვიცი როგორი იურისტია, კარგი რომ იყოს ყოველ წამს არ დაარღვევდა კანონს, ცინიზმით სავსე დაკომპლექსებული ქალბატონი გამოდიოდა, მადლობას უხდიდა ივანიშვილს და აძაგებდა 9 წელს,”- განაცხადა ჩარკვიანმა.