155 წაკითხვა
როცა ირღვევა ადამიანის ღირსება, ეს არის ჩემთვის ყველაზე მტივნეული – ასე გამოეხმაურა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე კლინიკა “ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროვებას.
“ეს არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა იმიტომ რომ, იქ, პირველსავე გვერდზე ძალიან მკაფიოდ წერია, რომ ადამიანის ღირსება არის ხელშეუვალი. როდესაც ჩვენ ვარღვევთ/ვლახავთ ადამიანის ღირსებას, ამაზე მეტი, მგონია, რომ არაფერი არ არსებობს”– განაცხადა მაია ფანჯიკიძემ “ფორმულა”-სთან საუბრისას.