მცხეთის მერი – “ოცნებაში” ჩაბუდებული “ნაცები” – TB24 – თბილისი 24

100 წაკითხვა

მცხეთის მერი – “ოცნებაში” ჩაბუდებული “ნაცები” – ამ სათაურით აქვეყნებს მასალას  ინტერნეტ გამოცემა “თბილისი 24”-ის რედაქცია მცხეთის მოქმედ მერ დიმიტრი ზურაბიშვილზე, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, 2012-ში ხელისუფლება გადავაბარეთო? არ დაიჯეროთ, არსად წასულან ნაცები, პირიქით, მერაბიშვილის და ახალაიას კადრები დღეს უფრო მაღალ თანამდებობებზე არიან დაწინაურებულები,თუნდაც  პირდაპირ მერებად და როგორც მიშამ ასწავლა, ისე  წყვეტენ ადამიანების ბედს!.

არ გჯერათ? ერთ-ერთი მაგალითი მცხეთის მერი დიმიტრი ზურაბიშვილია, “ნაცების” აქტიური ზეობის პერიოდში სახელმსიფო ხორცსაკეპი მანქანის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

ზურაბიშვილი 2008- 07.2012 წლებში – ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსის მოადგილე, შინაგან საქმეთა მინისტრად ბაჩანა ახალაიას მოსვლის შემდეგ კი 07.2012- 09.2012 პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსი გახდა.

ხელისუფლების „ცვლილების“ შემდეგ არ დაუკარგა “ამაგი” სასჯელაღსრულების ფაქტობრივმა მმართველმა, შემდგომში მსჯავრდებულმა მირზა სუბელიანმა და 9. 2012 – 11.2012 წწ – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქსნის მე15 დაწესებულების დირექტორად დანიშნა!

2021 წლის აგვისტომდე კი ასე დაჰყავდათ “რჩეული კადრი” ზურაბიშვილი პენიტენციური თუ პოლიციის სამმართველოებში მაღალ თანამდებობებზე.

„ქართული ოცნების“ მამებო, რას ერჩით სააკაშვილს, რატომ ტანჯავთ?გამოუშვით და ჩაუყენეთ მათ სათავეში; ქვეყანაც დაისვენებს და ევროკავშირის 12 პუნქტის მოთხოვნაც ზედმიწევნით შესრულდება.

ფიქრობთ, რომელიმე დაგინდობთ ან დაგიფასებთ ამაგს?!”– წერს ინტერნეტ გამოცემა “თბილისი 24”

იხილეთ ვრცლად:

Next Post

სირცხვილია, კაცი ომიდან რომ გვთხოვს პატიმარი არ მოკლათო - მიშა მშვილდაძე

ხუთ დეკ 22 , 2022
100 წაკითხვა“სირცხვილია კაცი ომიდან რომ გვთხოვს პატიმარი არ მოკლათო”- ასე ეხმიანება მიშა მშვილდაძე უკრაინის პრეზიდენტის მოწოდებას საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაიყვანონ.  

შესაძლოა მოგეწონოთ